საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას ახალი მრჩეველი ჰყავს.

ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა.

აქამდე ეროვნულ ბანკში მსგავსი პოზიცია არ არსებობდა.

მალხაზ ღუღუნიშვილი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ამ პოსტზე გიორგი ფერაძემ შეცვალა, რომელიც თანამდებობაზე ნათია თურნავამ დანიშნა.

ამ დროისთვის ნათია თურნავას სულ ორი მრჩეველი ჰყავს. როგორც ცნობილია, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ოქტომბრის ბოლოს დატოვებს.