„მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება“- ამის შესახებ მეყველეთა ფედერაციის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „კურიერი PS-ში“ განაცხადა.  

მისი თქმით, ტრანსცხიმების გამოყენების და ანტისანიტარიაში მომზადების გარდა, ირკვევა, რომ ყველის სასურველი კონსისტენციის მისაღებად, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები სხვადასხვა მედიკამენტოზურ დანამატსაც იყენებენ.

„მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება, როცა ფხვნილის რძეა, თან ვადაგასული, ფხვნილზე დამზადებული 2 დღეში შეიძლება დაიშალოს და ხაჭოსებრი ხდება, ის რომ წებოვანება გაუჩნდეს და უფრო დიდხანს ყჩაღად გამოიყურებოდეს და ვითომ საგემოვნო თვისებაც მიმსგავსებული იყოს, მტერს რაც იქ ამბები ხდება, ყველანაირი უბედურებაა გამოყენებული , იციან უკვე, სამწუხაროდ ეს ეშმაკობები აითვისეს,“- განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.