გამოვლენილი მავნებლების გამო საქართველოდან აზერბაიჯანში შემოტანილი 24,5 ტონა კარტოფილი განადგურდა, იტყობინება აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტო.

სააგენტოს თანამშრომლებმა 24 500 კგ კარტოფილიდან, რომელიც შპს „ელვინ 060“-ის მიერ იქნა აზერბაიჯნაში შეტანილი, ნიმუშები აიღეს და უსაფრთხოების მაჩვენებლების დასადგენად აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების ინსტიტუტის ლაბორატორიას წარუდგინეს.

შემოწმების შედეგად პროდუქციის პარტიაში საკარანტინო მავნებელი აღმოჩნდა - კარტოფილის ტუბერების რგოლის ლპობა (clavibacter michiganensis subsp. sepedonicus).

ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულია ზომები. ნაგავსაყრელზე ნადგურდება მოხმარებისთვის უვარგისი პროდუქტები.