ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბენბა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით. 

ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ მას გათვალა ამ რეისზე არ ჰქონია.

"რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს 50%-იანი დატვირთვაც არ არის... მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა - როგორც ქუხს ისე არ წვიმს... ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრის მომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას... ორი-სამი რეისია შესრულებული - 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით... ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი... არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ, მე მაგალითად გათვლები არ მქონდა..." - განაცხადა გაიაშვილმა.

ვრცლად:  radiotavisupleba.ge