საზოგადოება
აზერბაიჯანში საქართველოდან შეტანილი ათობით ტონა ქართული კარტოფილი განა...

სააგენტოს თანამშრომლებმა 24 500 კგ კარტოფილიდან, რომელიც შპს „ელვინ 060“-ის მიერ იქნა აზერბაიჯნაში შეტანილი, ნიმუშები აიღეს და უსაფრთხოების მაჩვენებლების დასადგენად აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების ინსტიტუტის ლაბორატორიას წარუდგინეს.შემოწმების შედეგად პროდუქციის პარტიაში საკარანტინო მავნებელი აღმოჩნდა - კარტოფილის ტუბერების რგოლის ლპობა (clavibacter michiganensis subsp. sepedonicus).ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულია ზომები. ნაგავსაყრელზე ნადგურდება მოხმარებისთვის უვარგისი პროდუქტები.

1680267151

„დასავლეთის ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ ჩაერიოს, არამედ უშუალოდ მარ...

„აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი უხეში მცდელობები არა მხოლოდ ჩარევის, არამედ შიგნიდან სიტუაციის მოდელირების გზით გასაგები ინსტიტუტების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების", - ის ამბობს.ზახაროვას თქმით, ამ ინტერვენციის მიზანია რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა.რუსი დიპლომატის თქმით, დასავლეთი ცოტას ფიქრობს „საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისა და ხალხების კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებაზე და თავად საქართველოზე“.ათასობით საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში 7 და 8 მარტს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ. აქციების დროს, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.9 მარტის დილით დედაქალაქში საპროტესტო აქციების შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ კანონპროექტის უკან გაწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი დეპუტატებმა ინიციატივას წინააღმდეგ მისცეს ხმა.

1680252895

Tbilisi Open Air 23, 24 და 25 ივნისს თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება

მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვები, რომლებიც ლისის საოცრებათა ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ.თიბისი არაერთი წელია Tbilisi Open Air-ის მთავარი პარტნიორია და ფესტივალთან ერთად საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას უქმნის მსმენელს. თიბისი ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერია, რასაც, სხვა ინიციატივებთან ერთად, ახალგაზრდა არტისტებისა და საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების მნიშვნელოვან მხარდაჭერით გამოხატავს. ფესტივალთან 14 წლიანი მეგობრობაც ამ მხარდაჭერის ნაწილია.ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა. ამ პერიოდის განმავლობაში, Tbilisi Open Air-მა 1000 მდე მუსიკოსს უმასპინძლა.მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს ფესტივალის აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე http://www.tkt.ge/openair

1680251783

“Black Sea Arena საბიუჯეტო წურბელაა, რომელსაც სისტემატური დაფინანსება...

კულტურის მინისტრის მხრიდან დასახელებული მიზეზს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. როგორც ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი აცხადებს, სექტორი მიეჩვია მთავრობის მხრიდან კონკრეტული ანონსების გავრცელებას და შემდგომ მათ რადიკალურ ცვლილებებს.მისი განმარტებით, დღეს აპელირება რეგიონში არსებული ვითარებით, როცა მთავრობა ამ დროის განმავლობაში მოსახლებას არწმუნებდა, რომ ეს რისკები ქვეყანაში არ არსებობდა, არასწორია. ასათაშვილის თქმით, თუ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე ამ ვითარებას გავლენა არ ჰქონია, რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი დღეს როგორც მიზეზი, გაუგებარია.“მთავრობის ნებისმიერი წევრის, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი სხვა მინისტრი, სიტყვას ფასი არ აქვს. ეს დავინახეთ წლების განმავლობაში. პრემიერი გამოდის და ერთს იძახის და 2-3 თვეში რადიკალურად იცვლება მდგომარეობა, გამოდის მინისტრი და საპირისპიროს ამბობს. "ბლექ სი არენა" არის საბიუჯეტო წურბელა, რომელსაც სჭირდება სისტემატური დაფინანსება. სწორედ ამიტომ შეიქმნა უაზრო პროგრამები. გვახსოვს Check in Georgia და 1000 სისულელე კიდევ, რომელიც პირდაპირ "ბლექ სი არენას" მიაბეს, რომ ამ გუნდს შემოსავალი ჰქონოდა.საუბარი იმაზე, რომ რეგიონში არსებული პრობლემების გამო ვიღაც არ ჩამოვა ქვეყანაში, ჯერ ერთი, რომ არასწორია გამომდინარე იმ მაგალითებისა რაც გვაქვს. შარშან ანალოგიური ღონისძიებები ჩაატარეს, წელს დიდი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ბაკურიანში და დავინახეთ, რომ არანაირი შეფერხება ამ კუთხით არ ყოფილა. ასე რომ არგუმენტირება იმით, რომ რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებია, არასწორია”, - ამბობს “ჰელისკი ჯორჯიას” დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.bm.ge მსოფლიო ვარსკვლავების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით black sea arena-საც დაუკავშირდა, როგორც სახელმწიფო კომპანიის დირექტორი ტატო ხარჩილავა აცხადებს, უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით შესაბამისი ინფორმაცია ცნობილი გახდება.წყარო: BM.GE

1680166776

საქართველოში 261 ტონა სურსათი ნაგავსაყრელზე გადაიყარა - რას შეცვლის ახ...

კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირისა და ასევე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა, პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. სავარაუდოდ, საბოლოო სახის მიღებამდე მასში რამდენიმე ცვლილება შევა, თუმცა, როგორც მისი ავტორები აღნიშნავენ, ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ერთის მხრივ ბიზნესსექტორი ქველმოქმედებაში ჩაერთოს, მეორე მხრივ კი ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვევით არიან,  საკვებით უზრუნველყოფილნი იყვნენ.პროექტის ერთ-ერთი ავტორის, ხატია წილოსანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურად დგას საკითხი, სურსათის ნარჩენების შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველო არ არის გამონაკლისი და ძალიან დიდი რაოდენობის სურსათი მიდის ნაგავსაყრელზე.კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგალითად, 2019 წელს, საქართველოში 261 ტონა სურსათი გადაიყარა ნაგავსაყრელზე, რაც ერთ სულ მოსახლეზე ძალიან დიდი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, შემუშავებული კანონპროექტით იგეგმება როგორც ნარჩენების შემცირება, ასევე ბენეფიციარების ნარჩენი სურსათით მომრაგება.„გვიხარია ის, რომ პროდუქცია რომლის ვარგისიანობაც არის და შესაძლებელია რომ მოსახლეობამ ის გამოიყენოს,  არ მოხვდება ნაგავსაყრელზე და ბენეფიციარებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ან პროდუქტებით.  მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით, 261 კილოგრამი 1 სულ მოსახლეზე ნარჩენი წარმოიქმნება სურსათისგან საქართველოში და ამ ნარჩენის წარმომქმნელი არის საოჯახო მეურნეობები და შინა მეურნეობები, თუმცა, საკმაოდ დიდი წილი არის ასევე ქსელური სუპერმარკეტების, მსხვილი სავაჭრო ობიექტების მიერ წარმოქმნილი სურსათის“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ხატია წილოსანმა.რაც შეეხება ბიზნესსექტორს, „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონის ავტორები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ შეხვედრები ბიზნესთან - კერძოდ, გარკვეული კონსულტაციები გაიარეს რესტორატორებთან და HoReCa სექტორთან და მათი მხრიდან არის მზაობა, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით.გარდა საქველმოქმედო მიზნებისა, კერძო სექტორს ბიზნესს ინტერესიც ექნება და ისინი საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ. კერძოდ, შემცირდება მათ მიერ საგადასახადო უწყებისთვის წარსადგენი დეკლარაციისთვის საჭირო თანხა. დღეისათვის, როდესაც ვადაგასული პროდუქციის დახლიდან მოხსნა ხდება, ბიზნესს ეკისრება ვალდებულება რომ განადგურების ოქმების შექმნისთვის, წინასწარი დეკლარირება გააკეთოს. შესაბამისად, ნარჩენების ნაგავსაყრელზე გატანის ხარჯიც საკმაოდ მაღალია.  ბიზნესსექტორში ამბობენ, რომ მათ დღევანდელი მოცემულობით, სურსათის ნარჩენების მართვა ძალიან ძვირი უჯდებათ.კანონპროექტი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ მთლიანად ნებაყოფლობითი იქნება და მასში ჩართვას ბიზნეს სექტორი საკუთარი სურვილისამებრ შეძლებს.კანონი სრულად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. აღნიშნულ კანონის მიღების გარდა, ცვლილებები შევა "ნარჩენების მართვის კოდექსში", „საქართველოს საგადასახადო კოდექსსა“ და „სურსათის, ასევე ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“.წყარო: business-partner.ge

1679926695

მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება, ყველანაირი უბედურებაა გამოყ...

„მტერს, რაც იმერული ყველის მისაღებად ხდება, როცა ფხვნილის რძეა, თან ვადაგასული, ფხვნილზე დამზადებული 2 დღეში შეიძლება დაიშალოს და ხაჭოსებრი ხდება, ის რომ წებოვანება გაუჩნდეს და უფრო დიდხანს ყჩაღად გამოიყურებოდეს და ვითომ საგემოვნო თვისებაც მიმსგავსებული იყოს, მტერს რაც იქ ამბები ხდება, ყველანაირი უბედურებაა გამოყენებული , იციან უკვე, სამწუხაროდ ეს ეშმაკობები აითვისეს,“- განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

1679909939

კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს

ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, პრემიერმა კი, უკვე მერამდენედ, გააჟღერა გადაუმოწმებელი ფაქტები და პარლამენტის ტრიბუნიდან დასდო ბრალი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ბურჯს, ჩემს მიერ აშენებულ PSP-ს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შედის, რომელმაც 8 000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 1 %-ია და რომელიც ყოველწლიურად, უკვე ათწლეულებია, 50 მილიონ ლარამდე გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში.რაც შეეხება მედიკამენტებს, მათ შორის, თურქულს, კომპანიის წლიური მოგება არ აღემატება კომპანიის ბრუნვის 5-6 %-ს და ეს მოგება 10 %-იც რომ იყოს, აბსოლუტურად სამართლიანია. აქვე, შევეხები თურქეთის ბაზრის გახსნის თემას.პრემიერი თავს იწონებს, რომ თურქეთის ბაზარი გახსნა და თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასი შეამცირა. დიახ, ასეა, მაგრამ ამას ვითხოვდით ჩვენ, ფარმაცევტული კომპანიები, ჯერ კიდევ 2010 წლიდან. ათი წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ყური არ შეიბერტყა და როგორც იქნა, ათი წლის თავზე, ერთფურცლიანი დადგენილება დაწერეს. რა მაგარი საქმე გაგიკეთებიათ! პირადად მე, ასჯერ მაქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, თქვენი მთავრობის ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის, რომ გაგეხსნათ თურქული ბაზარი - სად იყავით 10 წელი?! რატომ მოანდომეთ ამდენი დრო ერთი ფურცლის დაწერას? თურქული ბაზარი თქვენ კი არ გახსენით, ჩვენ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და პირადად მე გაგახსნევინეთ!არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს არ აქვს პროგრესი. ასე ეპყრობა ხელისუფლება ყველა ბიზნესს, თუ ეს ბიზნესი არ არის დაკავშირებული ბატონ ივანიშვილთან, ან „ქართული ოცნების“ წევრებთან. შეგახსენებთ ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის და სხვა მაგალითებს. ასე ებრძვის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას! PSP ჯგუფი არ არის კახა ოქრიაშვილის პირადი საკუთრება. ეს კომპანია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯია.ბატონო პრემიერო, კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას, პირადად ჩემთვის და PSPჯგუფის თითოეული თანამშრომლისთვის! - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

1679738553

მივესალმებით რუსეთთან თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლა...

„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ.თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, -განაცხადა კალაძემ.ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. 

1679570061

ხუციშვილი: საქართველოს საბაჟოებზე ანტირუსული სანქციები არ დარღვეულა

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან  მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება,  აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია. მისი თქმით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2-მა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად,  მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით.„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად - მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020  საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, აღნიშნული საქონელი, ძირითადად, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს.როგორც აღინიშნა, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი ნებართვა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის, ექსპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.

1679567580

ხუციშვილი - სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, აკრძალულ პირ...

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი იქონია ბიუჯეტის შემოსავლებზეც.მისი თქმით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით, 65 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა.ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ, 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებისა და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.მინისტრის თქმით, აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი სრულად ამოქმედდება 2024 წლიდან.

1679567139