თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს არაერთხელ მიმართეს მოქალაქეებმა. გარდა იმისა, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობები თბილისის მრავალ ლოკაციაზე აღკვეთა, უკანასკნელი ღონისძიება ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართად ბაზრები იქნა შეთავაზებული, სადაც მოვაჭრეები პირველი 6 თვე განთავისუფლებული იქნებიან გადასახადისაგან. საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო, ერთნი მომხრეები არიან გარევაჭრობის აღკვეთით და მათი ბაზარებში გადასვლით, მეორენი კი პირიქით მოწინააღმდეგენი. „ბანკები და ფინანსები“ ვებ-გვერდზე ატარებს გამოკითხვას მკითხველთა შორის  - როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ გარევაჭრობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს? გამოკითხვა 5 მაისიდან 14 მაისამდე გაგრძელდება და ხმის მიცემა ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.

[wpolling id="15" width="" height=""]