ბოლო პერიოდში, მუდმივად  მიმდინარეობს მსჯელობა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებასთან დაკავშირებით. საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი - ერთი მხარე თვლის, რომ აუცილებელია მოხდეს მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება და მათი მომხმარებლების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს სადამსჯელო ღონისძიებების გატარება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ დაუშვებელია ნარკოტიკების ლეგალიზება, მათ შორის მსუბუქი ნარკოტიკებისაც, ვინაიდან ლეგალიზების შემთხვევაში ქვეყანაში გაიზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება.

„ბანკები და ფინანსები“ ეხმიანება აღნიშნულ საკითხს და საკუთარ ვებგვერდზე ატარებს გამოკითხვას, – ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

გამოკითხვა გაგრძელდება 2018 წლის1 ივნისამდე, ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

[poll id="5"]