8 აპრილის მდგომარეობით, რუსეთში წლიური ინფლაციის დონემ 17.5% შეადგინა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მხოლოდ ბოლო თვენახევრის განმავლობაში რუსეთში სამომხმარებლო ფასები შესამჩნევად გაიზარდა 9,4%-ით, ხოლო წლიური თვალსაზრისით, 8 აპრილის მდგომარეობით, ინფლაცია 17,5%-ს შეადგენდა“, - განაცხადა პუტინმა.

გიორგი არაბული