„როსელხოზნაძორი“ განიხილავს სომხეთიდან რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვის საკითხს, იუწყება „ნეზავისიმაია გაზეტა“.

მარეგულირებლის მხრიდან გაცხადებულ მიზეზებს შორისაა ცუდი კონტროლი, სომხური მხარის შემაკავებელი ზომების დარღვევა და სომხური საწარმოების მიერ ირანიდან დაბალი ხარისხის ნედლეულის გამოყენება.

სომხური რძის პროდუქტები წნეხის ქვეშ მოექცა ორი დღის შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ურჩია ვლადიმერ პუტინს არ ეწვიოს სომხეთს.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწევს რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრება", - განაცხადა სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა მმართველი ფრაქციადან გაგიკ მელკონიანმა.

გასულ კვირას სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება, მთავარი დოკუმენტი, რომლითაც ფუნქციონირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.

„რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის მოცულობა მცირეა - წელიწადში მხოლოდ 20 მილიონ დოლარს აღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ შარშან მოსკოვისგან არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქმე ამ პროდუქციის ხარისხში კი არა, პოლიტიკურ კონტექსტშია - სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებაში“, - ამბობს ეკონომისტი ჰრანტ მიქაელიანი.

ეკა უკლება