მსოფლიოში ყველაზე დიდი - ნორვეგიის სიმდიდრის ფონდი, 1,3 ტრილიონი დოლარის სუვერენული ფონდი, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს რუსული აქტივებისგან გამოსვლას, მიუხედავად ოსლოს შესაბამისი გეგმებისა უკრაინაში რუსეთის ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების შემდეგ.

ამის შესახებ პარასკევს ნორვეგიის ფინანსთა სამინისტროში განაცხადა.

ფონდის რუსული აქტივები, რომელიც შედგება დაახლოებით 47 კომპანიის აქციებისგან და ასევე სახელმწიფო ობლიგაციებისგან, 2021 წლის ბოლოს შეადგენდა 2,4 მილიარდი აშშ დოლარს.

„რუსული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარი კვლავ ყოვლისმომცველი სანქციების ქვეშ იმყოფება და 2023 წლის მარტის მდგომარეობით არ არის ნორმალიზებული

ამიტომ, გასვლა აქტივებიდან ამ დროისთვის შეუძლებელია“, - ნათქვამია ნორვეგიის ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის დოკუმენტში.

ეკა უკლება