აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ერთ-ერთს პირველს გადაეცემა თურქული წარმოების ელექტრომობილი Togg, განაცხადა თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა სახელმწიფო ტელევიზიით.

„ორშაბათს ჩვენ ავტომობილს გადავცემთ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც პირველი შეკვეთა გაუკეთდა. მეორე მანქანა კი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გადაეცემა“, - განაცხადა თურქმა მინისტრმა.

Togg მანქანები იყო გამოფენილი 2019 წლის დეკემბერში.