გერმანიის ეკონომიკა ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში მცირდება. ეს მიუთითებს ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის ტექნიკურ რეცესიაზე. ამის შესახებ Spiegel ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სტატისტიკის მიხედვით, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა კვარტალთან შედარებით იანვრიდან მარტამდე 0,3%-ით შემცირდა და შესაბამისად ეკონომიკა ზედიზედ მეორე კვარტალში შემცირდა. თუ ზედიზედ ორი მეოთხედი უარყოფითია, ასეთ დროს საუბარია ტექნიკურ რეცესიაზე.

ეკონომიკური ზრდა შენელდა კერძო მოხმარების შემცირების გამო. პირველ კვარტალში ის 1.2%-ით დაეცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ინფლაციის გამო მომხმარებლების მსყიდველობითუნარიანობის დაკარგვაა. 4,9%-ით შემცირდა სახელმწიფო მოხმარებაც.

ამავდროულად, მნიშვნელოვანი ზრდა ჯერ არ არის პროგნოზირებული.