ჩინეთმა და ბრაზილიამ მიაღწიეს შეთანხმებას სავაჭრო და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაზე თავიანთ ვალუტაში. მათ უარი თქვეს აშშ დოლარის, როგორც შუამავლის გამოყენებაზე.

ამის შესახებ AFP ბრაზილიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.

შეთანხმება, რომელიც გამოცხადდა პეკინში ჩინეთ-ბრაზილიის მაღალი დონის ბიზნეს ფორუმის შემდეგ, სავარაუდოდ გაზრდის ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციების მოზიდვას.

Commercial Bank of China და Bank of Communications BBM დაამუშავებენ გადახდებს.

ჩინეთი ბრაზილიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ორმხრივმა ვაჭრობამ გასულ წელს 150,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გიორგი არაბული