აზერბაიჯანმა 10 წელზე მეტი წარმოების თარიღის მქონე მანქანების იმპორტი შეზღუდა.

შესაბამის განკარგულებას ხელი 29 მარტს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა.

გამონაკლისს წარმოადგენს ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი იშვიათი მანქანები.

განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30 დღეში.

ეს გადაწყვეტილება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის მიზნით იქნა მიღებული, ნათქვამია დადგენილების ტექსტში.

მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნა, რომ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1,4 მილიონზე მეტი ავტომობილი, აქედან 1,3 მილიონი კერძო სარგებლობაშია.

გიორგი არაბული