რუსული ბანკების მცდელობას - შექმნან „ჰაბი“ სანქციების გვერდის ავლით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობას წააწყდა.

Sberbank-ის შემდეგ, რომელიც იძულებული გახდა დაეხურა თავისი შვილობილი კომპანია დუბაიში თებერვლის დასაწყისში, MTS-Bank დარჩა UAE (არაბთა გაერთიანებულ საამიროები) ცენტრალური ბანკის ლიცენზიის გარეშე.

ბანკი, რომელიც 100%-ით ეკუთვნის ამავე სახელწოდების სატელეკომუნიკაციო ოპერატორს და აკონტროლებს მილიარდერ ვლადიმირ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს, უნდა შეწყვიტოს ყველა ოპერაცია 6 თვის განმავლობაში, ციტირებს Reuters მარეგულირებლის განცხადებას.

ბანკს ლიცენზია გაუუქმდა გაცემიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ, რათა „შეესაბამებოდეს სანქციების შეზღუდვებს“, განმარტავს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკი.

MTS-Bank მოექცა აშშ-სა და ბრიტანეთის ბლოკირების სანქციებს თებერვალში, რაც კრძალავს მასთან რაიმე სახის ტრანზაქციას.

ეს ნიშნავს დე ფაქტო აკრძალვას აშშ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტში ანგარიშსწორებაზე.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რუსული ბანკების საქმიანობა აშშ-ის ოფიციალური პირების ყურადღების ქვეშ მოექცა 2023 წლის დასაწყისში. იანვრის ბოლოს აბუ-დაბის ეწვია დელეგაცია შეერთებული შტატებიდან, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ბრაიან ნელსონის ხელმძღვანელობით.

ფინანსური დაზვერვის კურატორმა, ნელსონმა გააფრთხილა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ოფიციალური პირები, რომ მზად არიან დააწესონ სანქციები კომპანიებსა და პირებზე, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს საქნიცებზე გვერდის ავლაში.

წლის განმავლობაში, საამიროებში რუსული კომპანიების წარმომადგენლობითი ოფისების რაოდენობა შვიდჯერ გაიზარდა - ამ წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 700-ზე მეტი კომპანია გაიხსნა. Fortune-ის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის უმდიდრესი მოქალაქეების 30%-მდე ფულთან ერთად საამიროებში გადასახლება შეეძლო.

ნელსონის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში Sberbank-ის შვილობილი დაიხურა. Sberinvest Middle East Limited-ს, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს აბუ-დაბიში, რომელიც Sber-მა 2020 წელს წარადგინა, ლიცენზირებული „ისლამური ფანჯრის“ შექმნასა და ექსპორტიორებთან მუშაობის დაპირებით, 6 თებერვალს გაუუქმდა ნებართვა ყველა სახის საბანკო მომსახურებაზე.

მსხვილ სანქცირებულ ბანკებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მხოლოდ მცირე შუამავლების მეშვეობით შეუძლიათ მუშაობა, განუცხადა Frank RG-ს ერთ-ერთ საკრედიტო ინსტიტუტის წყარომ.

სანდრო პირველი