
„ახლა მე მინდა კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს ჩვენ მიერ ამ 10 წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებები. როგორც მოგახსენეთ, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა.კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან. ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ა.შ. სახელმწიფოს მიერ გაღებული 7 მილიარდი ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა დაზოგა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი ამ ათი წლის განმავლობაში.ასევე, მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს პროგრამაც შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური. შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ - თითო პაციენტს, მოქალაქეს, ამ პროგრამით მკურნალობა დაუჯდებოდა 125 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა.ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიარდთან“ ერთად, რისთვისაც მე მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, - განაცხადა პრემიერმა.
1679904777

1. მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა, რისთვისაც, ჯერ კიდევ სერგეენკოს მინისტრობის დროს, ჩემი რეკომენდაციით, დაარსდა სპეციალური სააგენტო, რომლის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი და მიიღოთ უდაბლესი ფასები მედიკამენტებზე, რადგან მოხმარების სტატისტიკა არსებობს. სწორედ ეს უდაბლესი ფასი იქნება ყველაზე სამართლიანი.2. მეორე ინსტრუმენტი არის რეფერენტული ფასების დაწესება, რომლის შემოღებასაც საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრია 10 წელიწადზე მეტია ითხოვს, რათა დასრულდეს საუბარი ფასების სამართლიანობაზე.აქვე, რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ ფასების დარეგულირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ აფთიაქებში დასაქმებული ფარმაცევტები, რომლებიც მთავრობას მაღაზიის გამყიდველები ჰგონია, იღებდნენ ღირსეულ ანაზღაურებას, რომელიც 1 500 ლარს უნდა აღემატებოდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ხელფასები არ არის, დარგში არსებული ზეკონკურენციის გამო. ამავდროულად, კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტის მოგება, რათა უზრუნველყონ ყველა ტიპის მედიკამენტის ხარისხიანი შენახვა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.სრულიად გაუგებარია მინისტრის მხრიდან საბოტაჟზე საუბარი. ვინ აწყობს საბოტაჟს - ფარმაცევტული სექტორი უწყობს საკუთარ მომხმარებელს? თუ ისაა საბოტაჟი, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესის მიმართ იყენებენ მსგავს რიტორიკას: „საბოტაჟი“, „მოღალატე“, „დესტრუქციული“?!მათი ტოტალური უცოდინრობა, გავრილოვის ჩამოყვანა, აგენტების შესახებ რუსული კანონი, ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის, ჩვენი დიდი ფარმაცევტული წარმოების პროექტის შეჩერება და ა.შ. -აი, ეს არის საბოტაჟი!საქართველოს ფარმაცევტული ქსელები, განვითარების დონით, ლიდერები არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაძლოა, ევროპაშიც, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო, ვერ იტყვის, რომ კარგი მმართველები და მენეჯერები არიან. ამას შედეგები გვიჩვენებს - საქართველოს სრული რეგრესი ყველა მიმართულებით!სხედხართ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!ქვეყანას ბიზნესი აშენებს და ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. სამწუხაროდ, თქვენ ეს არ გესმით!ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში“, – ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.
1679904074

„რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ, 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1679132034

„2021 წელს სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ მიერ შედგენილი იქნა 107 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე და ზემოაღნიშნული ფაქტების შესაბამისად ჩამორთმეულ (ამოღებული) იქნა 44 469 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.გარდა ამისა, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე 25 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და ჩამორთმეული (ამოღებული) იქნა 6 746 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად, სულ, ჯამი 2021 წელს ამოღებულია (ჩამორთმეული) 51 215 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.2022 წელს, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილი იქნა 153 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გარეშე და ზემოაღნიშნული ფაქტების შესაბამისად ჩამორთმეულია (ამოღებული) 55 174 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე შედგა 40 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩამორთმეულია (ამოღებული) 143 735 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი.სულ, ჯამში, 2022 წელს ამოღებულია ( ჩამორთმეული ) 198 909 ერთეული პირველი ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი“, - აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.ცნობისთვის, პირველ ჯგუფს განეკუთვნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი.
1677830908

მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე.ასევე, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს ან განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოაწესრიგოს.უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი-ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი.კომისია უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასებს შესაბამის კატალოგში გამოაქვეყნებს. განახლებული ფასი კი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შევა ძალაში.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1677497599

უწყების ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს.“წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.jandacva.ge
1677075162

„კარგად გაანალიზებული გაქვს 1200 მედიკამენტიდან, რომელი იყო იმ მაქსიმალურ ზღვაზე ზემოთ, რომელსაც შემცირება მოუწია, რომელი იყო არალოგიკურად ზემოთ რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო და აი ზუსტად აქედან გამომდინარე გავაკეთეთ ის, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ, დავაკვირდეთ და შემდეგი ეტაპი მერე დავიწყოთ.ის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას აქ ბევრი სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაირთოს, არ არის მარტო საკმარისი ის, რომ მხოლოდ რეგულაციების კუთხით იყოს. მაგალითად ერთ-ერთი კარგი მექანიზმი ჩემი აზრით არის ის, რომ დღეს თუ რომელიმე მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტები გვექნება, სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ ჩვენთან სადაც შემოდის, ზარები ან პრეტენზიები ამ კონკრეტულ მედიკამენტებზე. როცა კონკრეტული აფთიაქები არ გასცემენ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქები, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება და აი ამ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემები. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ჰოლდინგური კომპანია იქნება თუ სხვა ფარმაცევტული კომპანია, ვისაც თავისი აფთიაქი აქვს, ან იმპორტირებულს ყიდულობს ყველა აფთიაქში, რომ მაქსიმალურად შეავსოს.საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ გაქვს საკმაოდ ჭარბი აფთიაქების რაოდენობა. ამიტომ ამაზე ვრეაგირებთ მყისიერად, გუშინ პირველი დღე იყო და შეუძლებელია, რომ პირველ დღეს რაღაცა გამოეწვია, მაგრამ იყო სერიოზული პანიკა კონკრეტულ მედიკამენტებზე, ძირითადად თურქულზე. რომელიღაცა აფთიაქები უარს ეუბნებიან, მერე ჩვენი ჯგუფი გადის ჩვეულებრივად, მერე ყიდულობენ. ვთხოვე, რომ სხვები გაგზავნონ ხომ არ ცნობენ. აქ შეიძლება მცდელობებთან გვქონდეს საქმე და რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს“, - განაცხადა მინისტრმა.
1676639529

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.“როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
1676460291

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი, ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა.„მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა - კერძოდ, წარმოების პროცესში უჟანგავი ფოლადის პოტენციური ნაწილაკებით დაბინძურება. მწარმოებლის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები, რეალიზებული პროდუქტის პარტიებში, მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების შესახებ.სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეჩერების მიზეზის აღმოფხვრამდე, ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
1675933253

კვლევის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავსგამოკითხულთა 35%-მა აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, ჯანდაცვასა და წამლებზე წინა წელთან შედარებით ნაკლებს ხარჯავს, 62%-მა კი აღნიშნა, წინა წელთან შედარებით ამ მიმართულებით ნაკლებს არ ხარჯავს.
1675334233
ყაზახეთმა პირველად, რუსეთის გვერდის ავლით, თავისი ნავთობი აზერბაიჯანის...
1679386797
ელმავალმშენებელი ქარხნის ადგილას ახალი კომპანია საცხოვრებელი კორპუსის...
1679055876
მალე საქართველოში მანქანების გაიაფება დაიწყება?!
1679386249
აზერბაიჯანმა 10 წელზე მეტი წარმოების თარიღის მქონე მანქანების იმპორტი...
1680170066
48.8 მილიონ ლარადად აუქციონზე გამოტანილი ელმავალმშენებელი ქარხანა, 19....
1679038769