გალერეა
ფოტოგალერეა - ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის სახლი თბილისში, რომ...

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ულამაზესია. ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც გაეროში მომუშავე ექსპერტის სახლის ფოტოებს დაათვალიერებთ. ფოტოები ჟურნალმა „ინტერიერმა“ ორი წლის წინ გადაიღო. როგორც ჟურნალ „ინტერიერთან“ საუბრისას ჯანდაცვის ცნობილმა ექსპერტმა აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა: „ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ: შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების განმავლობაში დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით. შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედმიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. 1921 წლის მერე დაქუცმაცებული და დანაწევრებული სივრცე ისევ გაერთიანდა. დღეს სახლს La Residence ჰქვია და ყოველ წელს ჩემს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. თითოეულ ოთახს თავისი სახელი აქვს: ბირმა, ვენა, პარიზი, ლევანტე და ა.შ. მომავალში ვაპირებ გავხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელსაც Galery, La Residence-ს ერქმევა. იმედი მაქვს, რომ ეს უნიკალური შენობა გახდება ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმის საინტერესო ნიმუში“. წყარო: fortuna.ge

1610097781

რა გავლენა იქონია ე.წ. Lockdown-მა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე -...

ფოტოები, სადაც ნაჩვენებია დაბინძურების მაჩვენებელის შემცირება მსოფლიოში ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, რამაც ადამიანების მასობრივი კარანტინი და ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვია. New York Times-ის ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 20 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან, 14 ინდოეთს ეკუთვნის. New Delhi, India, Yamuna River მარტი 21, 2018. New Delhi, India, Yamuna River on აპრილი 8, 2020, 21 დღიანი იზოლაციის შემდგომ. The India Gate war memorial, New Delhi, India, ოქტომბერი 17, 2019. The India Gate war memorial,New Delhi, India, აპრილი 8, 2020 New Delhi, India, ნოემბერი 8, 2018 New Delhi, India, აპრილი 8, 2020 Electricity pylons in New Delhi, India, ოქტომბერი 30, 2019 Electricity pylons, New Delhi, India, აპრილი 13, 2020. The Grand Canal, Venice, Italy, იანვარი 6, 2018. The Grand Canal, Venice, Italy, აპრილი 17, 2020 Milan, Italy, იანვარი 8, 2020 Milan, Italy, აპრილი 17, 2020 The skyline of Jakarta, Indonesia, ივლისი 4, 2019 The skyline of Jakarta, Indonesia, აპრილი 16, 2020 The wreckage of a wooden boat in North Jakarta, Indonesia, ივლისი 26, 2018 The wreckage of a wooden boat in North Jakarta, Indonesia, აპრილი 16, 2020.  Islamabad, Pakistan, აგვისტო 3, 2017. Islamabad, Pakistan, აპრილი 20, 2020. Los Angeles, California  Los Angeles, California, აპრილი 14, 2020.

1587553282

Corona go, go corona - ადამიანები კორონა ვირუსის განდევნას ცდილობენ (ვ...

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ადამიანები კორონა ვირუსს განდევნას ცდილობენ.

1584539169

როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან - ვიდეო

როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან? - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციები.

1583234939

როგორ ამოწმებს ჩინეთი გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსზე ადამიანებს - ვიდ...

როგორ ამოწმებს ჩინეთი გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსზე ადამიანებს - ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=HedWVC_EwrI

1582888643

როგორ გამოიყურება აბასთუმანში რეაბილიტირებული შენობები

18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში ჯერ არ დასრულებულა. დაბაში მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღებ ჯგუფს რეაბილიტირებულ შენობებში მცხოვრები მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დახვდა. შენობების ნახევარში მეპატრონეები ცხოვრობენ, ნაწილში კი მუშები სამუშაოებს კვლავ ასრულებენ. დაბაში არსებული სარეაბილიტაციო სახლების ძველი ფოტოები 2018 წლის აპრილშია გადაღებული, ახალი კი, 2020 წლის იანვარში. რამდენიმე დღის წინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განაცხადეს, რომ აბასთუმანში ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მხოლოდ ერთ სახლში მიმდიანრეობს რეაბილიტაცია, თუმცა ადგილზე ასულ გადამღებ ჯგუფს, სხვა ვითარება დახვდა. სამუშოები არა ერთ, არამედ რამდენიმე სახლში ისევ მიმდინარეობს. სახლების ნაწილში ადგილობრივები უკვე დეკემბრიდან ცხოვრობენ, დანარჩენები ჯერ არ დაბრუნებულან. წყარო: sknews.ge ფოტოები: თაკო ფეიქრიშვილი

1579943762

თბილისის ტრამვაი, 1904-2012 წლები – 200 უნიკალური ფოტო პირადი არქივები...

თბილისის ტრამვაი, 1904-2012 წლები – 200 უნიკალური ფოტო პირადი არქივებიდან წყარო. tramvai.ge

1578663890

90 წამიანი ვიდეო ტური Tesla-ს ქარხანაში

90 წამიანი ვიდეო ტური Tesla-ს ქარხანაში  ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია, დაფუძნებული ქალაქ პალო-ალტოში, კალიფორნიაში. კომპანია დაკავებულია ელექტრომობილების და მზის პანელების წარმოებით. მისი ქარხნები განლაგებულია ნევადასა და კალიფორნიაში. 2018 წლის ივნისის მონაცემებით „Tesla“ ყიდის Model S, Model X და Model 3 ავტომობილებს, Powerwall და Powerpack ბატარეებს, მზის პანელებს და სხვა პროდუქტებს. [video width="1280" height="720" mp4="http://bfm.ge/wp-content/uploads/2019/09/ტესლას-ქარხანა.mp4"][/video]

1569503005

ჩინეთში სანიუანის ხიდი 43 საათში ააშენეს (ვიდეო)

ჩინეთში სანიუანის ახალი ხიდი 43 საათში აღადგინეს. 1984 წელს, მისი აშენებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, ხიდის კონსტრუქციამ შესუსტება დაიწყო. ჩინეთის ხელისუფლებამ მისი ხელახლა აშენების ბრძანება გასცა. ხიდის ხელახლა აშენების პირვანდელ დროდ 24 საათი განისაზღვრა, თუმცა სამუშაო პროცესში იმაზე დიდი დაზიანებები გამოიკვეთა, ვიდრე წინასწარი შესწავლისას. ამიტომ, ხიდის ხელახლა აშენებას 43 საათი დასჭირდა. ხიდის დემონტაჟს 24 საათი დასჭირდა, 19 საათი კი ხელახალი კონსტრუქციის აგებას. მძღოლებს ხიდით სარგებლობა უკვე 2 დღის შემდეგ შეეძლოთ. ჩვეულებრივ, ხიდების დემონტაჟსა და მის ხელახლა აშენებას რამდენიმე თვე ან წელი სჭირდება, თუმცა სანიუანის ხიდის შემთხვევაში, ჩინელებმა ინოვაციური ინტეგრირების მეთოდის გამოყენებით, ყველაფრის მოსწრება 43 საათში მოახერხეს. [video width="1280" height="720" mp4="http://bfm.ge/wp-content/uploads/2019/09/ჩინეთში-ახალი-ხიდი-43-საათში-ააშენეს.mp4"][/video]

1569490629

რა ღირს ერთი ფინჯანი ყავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

შვეიცარიულმა საბანკო ჯგუფმა UBS-მა გამოითვალა თუ რა ღირს ფინჯანი ყავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ირკვევა ყველაზე ძვირი 1 ფინჯანი ყავის ღირებულება დოჰაშია, ხოლო ყველაზე იაფი ლაგოსიში.   დოჰა 5.63 ევრო; კოპენჰაგენი 5.49 ევრო; დუბაი 5.02 ევრო; ციურიხი 4.38 ევრო; შანხაი 4.05 ევრო; პეკინი 3.89 ევრო; მოსკოვი 3.79 ევრო; ჟენევა 3.7 ევრო; სეული 3.66 ევრო; პარიზი 3.63 ევრო; ჯაკარტა 3.61 ევრო; თელ-ავივი 3.6 ევრო; ათენი 3.5 ევრო; მაიამი 3.46 ევრო; ლუქსემბურგი 3.44 ევრო; ოსლო 3.41 ევრო; ლონდონი 3.41 ევრო; მიუნხენი 3.3 ევრო; სანკტ-პეტერბურგი 3.28 ევრო; ტაიბეი 3.27 ევრო; ჰელსინკი 3.21 ევრო; სტოკჰოლმი 3.21 ევრო; დუბლინი 3.16 ევრო; ტოკიო 3.05 ევრო; რიგა 3.01 ევრო; სანტიაგო 2.98 ევრო; ჰონგ-კონგი 2.93 ევრო; ბერლინი 2.81 ევრო; სიდნეი 2.79 ევრო; ოკლენდი 2.75 ევრო; ნიუ-იორკი 2.75 ევრო; ლიმა 2.68 ევრო; ბრიუსელი 2.55 ევრო; ლოს-ანჯელესი 2.53 ევრო; ამსტერდამი 2.48 ევრო; მაინის ფრანკფურტი 2.48 ევრო; ჩიკაგო 2.43 ევრო; ტალინი 2.41 ევრო; ლიონი 2.39 ევრო; პანამა 2.29 ევრო; მეხიკო 2.27 ევრო; ვილნიუსი 2.24 ევრო; ვარშავა 2.2 ევრო; პრაღა 2.12 ევრო; ნიქოზია 2.09 ევრო; მონრეალი 2.09 ევრო; ბუქარესტი 1.97 ევრო;​ ტორონტო 1.96 ევრო;​ ზაგრები 1.93 ევრო; ბუდაპეშტი 1.91 ევრო; მადრიდი 1.8 ევრო; ბანგკოკი 1.76 ევრო; ბუენოს-აირესი 1.7 ევრო; კიევი 1.69 ევრო; ბრატისლავა 1.68 ევრო; მანილა 1.65 ევრო; ნაირობი 1.61 ევრო; რიო-დე-ჟანერირო1.54 ევრო; ბარსელონა 1.52 ევრო; სოფოა 1.51 ევრო; ბოგოტა1.43 ევრო; ლიუბლიანა 1.41 ევრო; კუალა ლამპური 1.39 ევრო; ჰანოე 1.36 ევრო; ნიუ-დელი 1.34 ევრო; სან-პაულო 1.32 ევრო; იოჰასენბურგი 1.31 ევრო; სტამბოლი 1.24 ევრო; კაირო 1.2 ევრო; მილანი 1.17 ევრო; მუმბაი 0.93 ევრო; რომი 0.78 ევრო; ლისაბონი 0.65 ევრო; ლაგოსი 0.55 ევრო;

1560430250