2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 569,773 ლარი შევიდა, რაც თითქმის 5.5-ჯერ მეტია 2022 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით. 

წინა წლის ანალოგიურ 2 თვეში  დაჯარიმებული პირებისგან ბიუჯეტში 102,655 ლარი შევიდა.

თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.