Galt&Taggart ელის, რომ 2023 წელს ლარი დოლართან 2.80-ის ფარგლებში იქნება. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ ვალუტის სიძლიერის მთავარი ფაქტორი საგარეო შემოდინების მნიშვნელოვანი ზრდა იყო.

„ლარი 2022 წელს დოლართან მიმართებით 12.5%-ით გამყარდა, ვალუტა 22 ოქტომბრიდან გამყარების ტენდენციაში. ვალუტის სიძლიერის მთავარი ფაქტორი საგარეო შემოდინების მუდმივი, მნიშვნელოვანი ზრდა იყო.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა 564,6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა და 2022 წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვები 4,9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. საბაზისო სცენარში ჩვენ ვხედავთ, რომ 2023 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან 2.8-ის ფარგლებში იქნება. 

მიგრანტებმა გააძლიერეს საბინაო ბაზარი და ქირის ფასი მკვეთრად გაიზარდა. უძრავი ქონების ქირავნობის ინდექსი თბილისში გაიზარდა 83.9%-მდე წ/წ ლარში და 112.0%-მდე წ/წ დოლარში. მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ 2022 წელს ველოდებით კორექტირებას ქირავნობის ბაზარზე და ველით ნულთან ახლოს ზრდას“,— აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.