ჩვენი მოლოდინით, 2023 წელს ლარის საშუალო კურსი დოლართან მიმართებით 2,55 იქნება, - ნათქვამია Galt & Taggart-ის თვის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

„ლარის კურსი მაისში 3,8%-ით გაუფასურდა, თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 4,4%-ით გამყარებულია. ბოლოდროინდელ გაუფასურებას მივაწერთ ერთჯერად ფაქტორების, რადგან სავალუტო შემოდინება რჩება ძლიერი და ტურიზმიდან შემოსავალი მკვეთრად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ სებ-მა 4 თვეში 782,9 მლნ აშშ დოლარი შეიძინა (აპრილში 322,4 მლნ აშშ დოლარი), რის შედეგადაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულად მაღალი იყო და 2023 წლის აპრილში 5,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია“, -აღნიშნულია მიმოხილვაში.