საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 10.6%-იანიზრდით, რამაც 2.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 11.5%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.8%-იანი ზრდით, რამაც 5.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.