ფინანსები
BOG მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკია - Global Finance

გარდა ამისა, დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკმა კიდევ ხუთი ჯილდო მიიღო, ესენია: მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ბანკები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut და სხვები.„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარების პარალელურად, მთელი მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები საბანკო საქმიანობის მომავლის, ინოვაციურობისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, - განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.„ეს გამარჯვება თითოეული ჩვენგანის ერთობლივი შრომის, ინოვაციების და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია. Global Finance-ისგან მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიღება არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ უდიდესი მოტივაციაც, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი სტანდარტი.განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს, რომლის ყოველდღიური ძალისხმევით საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოა”, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, საბოლოო გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.გამარჯვებულები ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის,  ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.

13:00

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი - საინ...

საინვესტიციო სიახლეების ფუნქციონალით ერთ სივრცეში აღმოაჩენ: წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინებს, Wall Street-ის ანალიტიკოსების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, სამიზნე ფასებსა და ბაზრის მთავარ სიახლეებს. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში - რომელი აქციები იყიდო ან გაყიდო და რატომ.თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ინვესტირება 1$-დან შეგიძლია; აშშ-ის საფონდო ბირჟაზე 6500+ აქციისა და ფონდის შეძენას კი საკომისიოს გარეშე შეძლებ.დაიწყე ინვესტირება მარტივად თიბისის მობაილბანკში და თვალი ადევნე ბაზრის დინამიკას ინვესტიციების პლატფორმაზე – https://tbconline.ge/MB/INVგაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.

11:24

10/10 - თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღი

მორიგი წყვილი თარიღი - 10/10, ტექნიკის მოყვარულთათვის ან მათთვისაა, ვინც iPhone 17-ის შესაძენად ყველაზე ხელსაყრელ დროს ელოდა.10/10- ში თიბისი განაწილებით შერჩეულ ტექნიკის მაღაზიებში შოპინგისას, მომხმარებლებს 17 ოქტომბრამდე, ერთგული ლარების ანგარიშზე 200 ლარი მომენტალურად დაუბრუნდებათ: Zoommer iPlus icity iStore itechnics შეთავაზება ვრცელდება ნებისმიერ ტექნიკაზე, რომლის საფასურიც 3 000 ლარიდან იწყება. მათ შორის iPhone 17-ის მოდელებზე.“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა.თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით იხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ იხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.გაანაწილეთ წყვილ თარიღებში, რადგან ამ დროს ყველა სურვილი ჯადოსნურად მარტივად ხდება.შეთავაზების დამატებითი პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს. 

9:19

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები გ...

ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4%-ით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დეკემბრის ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს, რაც კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის დადასტურებაა.კომპანია მოზიდულ თანხებს გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ნაწილობრივ რეფინანსირებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვისთვის გამოიყენებს.„თიბისი კაპიტალსა და „ემბისის“ შორის მეორე თანამშრომლობა შედგა: მიკრობანკთან ერთად აპრილში 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა დავამტკიცეთ, რომლის ფარგლებშიც ბოლო ტრანში განვახორციელეთ. ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მაღალი ინტერესი ადასტურებს, რომ ეს პარტნიორობა წარმატებულია.  მოხარული ვარ, რომ კომპანიას დაფინანსების მოზიდვაში დავეხმარეთ და ამ ნაბიჯით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც შევუწყეთ ხელი. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალის ჩართულობით უკვე 14 წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდა, როგორც ადგილობრივ, ასევე კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე. შედეგად, კომპანია ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს“, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ბაზარზე, რომლის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია. ეს ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშია.  “ემბისის“მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს და ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. საქართველოს საპენსიო ფონდის მხარდაჭერა “ემბისის“ ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ემბისიმ“ მოიპოვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი 200 ათასი ლარის მოცულობით.  გრანტის სახით მიღებული თანხა ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდა“, - გია პეტრიაშვილი, “ემბისის”  გენერალური დირექტორი.“მინდა, მივულოცო კომპანიას „ემბისი“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვება კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს, გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა. ვგეგმავთ, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი ადგილობრივ კომპანიებს ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლაში, რადგან ჩვენი სააგენტოსთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი."ემბისი" პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ საქართველოს 8 რეგიონში, 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს მრავალფეროვან საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-სგან “ემბისის” მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).

7:38

თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ

სწორედ ამ მიზნით, კომპანია მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობას, უკვე სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს, რაც მათ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.თიბისი მობაილბანკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა 6-დან 17 წლის მოსწავლისთვის, რომელიც ფლობს თიბისის მოსწავლის ბარათს.ის მოსწავლეები, ვინც აქამდე hi app-ით სარგებლობდნენ, 1 ნოემბრიდან მხოლოდ მობაილბანით შეძლებენ სარგებლობას, სადაც იმავე მონაცემებით (სახელი და პაროლი) შევლენ, რასაც აპში შესასვლელად იყენებდნენ.ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც აქამდე hi app-ით არ სარგებლობდნენ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირებას მშობლის დახმარებით, მისი მობაილბანკიდან, ფილიალში მისვლის გარეშე მოახერხებენ.მობაილბანკში მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა: თანხის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა თანხის სხვასთან გადარიცხვა მობილური ბალანსის შევსება მათზე მორგებული შეთავაზებების დათვალიერება ბარათის მართვა (დეტალების ნახვა, პაროლის შეცვლა, დაბლოკვა)  დეტალური ინსტრუქციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

6:51

თიბისი ლიზინგმა საინვესტიციო კომპანია Incofin-ისგან 17 მილიონი აშშ დოლ...

10 მილიონი აშშ დოლარი Invest in Visions-ისგან (IIV) – მიმართულია ფინანსური ინკლუზიის გაძლიერებისა და მიკროსაფინანსო სექტორის მხარდაჭერისკენ. 7 მილიონი აშშ დოლარი Global Gender Smart Fund-ისგან (GGSF) – მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების და ქალების მიერ წარმართვადი ბიზნესების მხარდაჭერისკენ. „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და Incofin-ის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ ერთ წარმატებულ ტრანზაქციაში აისახა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოყოფილი რესურსის მიზნობრიობა. თიბისი ლიზინგში ყოველდღიურად ვაკვირდებით მოთხოვნას, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს გააჩნია, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტილებები. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქალი მეწარმეების მხარდაჭერის შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერთის მხრივ, ჩვენი, მეორეს მხრივ კი, ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების ხედვას - გაძლიერდეს ფინანსური სექტორის ინკლუზიურობა“ - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.„ჩვენი და თიბისი ლიზინგის პარტნიორული ურთიერთობა ეფუძნება საერთო რწმენას, რომ მეწარმეობას დიდი ძალა აქვს. შესაბამისად, ახლად გამოყოფილი ფინანსური რესურსით არა მხოლოდ ვზრდით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, არამედ ვუღებთ გამოცდილებების ახალ კარს ქალ მეწარმეებს! მოუთმენლად ველით იმის ხილვას, თუ როგორ აითვისებენ მიზნობრივი ჯგუფები აღნიშნულ დაფინანსებას, გააფართოებენ საკუთარ ბიზნესს და ჩვენთან ერთად შექმნიან უფრო ინკლუზიურ მომავალს საქართველოში.“- ხირტ პეეტერმანს, Incofin IM უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.როგორც საფინანსო ინსტიტუტებში აღნიშნავენ, ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს მხარეების მზაობას, ერთის მხრივ - გააუმჯობესონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მეორეს მხრივ, გააძლიერონ ინკლუზიურობა ზემოთ აღნიშნული ჯგუფებისთვის.

7 ოქტომბერი 12:13

ლარის კურსი ძალიან სტაბილურია, არ არსებობს, რომ ლართან დაკავშირებით რა...

ამის შესახებ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.“ლარის კურსი ძალიან სტაბილურია. ზაფხულის პერიოდში, აგვისტო – სექტემბრის პერიოდში ძალიან დიდი ვალუტაც შემოვიდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვები საკმაოდ შეივსო. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მზადაა იმისათვის, რომ ყველა გამოწვევას უპასუხოს, რაც პოტენციურად შეიძლება, ლარის კურსს დაუდგეს.როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდასა და იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს, რაც გავლენას ახდენს ზრდაზე, ყველა პარამეტრი წესრიგშია. არ არსებობს, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე ტიპის მერყეობა მოხდეს. ბოლო პერიოდში რაც რამდენჯერმე მოხდა, ეს ერთჯერადი, მსხვილი ტრანზაქციების შედეგი იყო და ამან, შეიძლება, რაღაცა ტიპის, უმნიშვნელოვან ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა, ეროვნულ ბანკს საკმაოდ შევსებული აქვს რეზერვები, იმაზე უკეთაა მზად, ვიდრე შარშან, როდესაც ლარზე შეტევა იყო და ცდილობდნენ, რაღაც ხელოვნური აჟიოტაჟების ფონზე ლარის გაუფასურება მოეხდინათ. იმის თქმა მინდა, რომ ეროვნული ბანკი წელს შარშანდელზე უფრო მზადაა. ზაფხულმა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება მისცა, რომ თავისი რეზერვები საკმაოდ დიდი რაოდენობით, რეკორდულად შეევსო.ამდენად, არანაირი საფუძველი არაა იმისა, ვიფიქროთ, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე შეიძლება, მოხდეს და გაუფასურდეს. ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ნაკადებიდან შემოდინებები კვლავ შენარჩუნებულია”,- განაცხადა ანგურიძემ.

7 ოქტომბერი 11:46

BOG-მა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მლნ-ის ოდენობის ფინანსუ...

ახალი შეთანხმება სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) სექტორებისთვის სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების შეთავაზება. ფინანსური რესურსი მნიშვნელოვან  მხარდაჭერას გაუწევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ ზრდას.„ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ $50 მლნ-ის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით, ჩვენს გამორჩეულ პარტნიორობას Citi-სთან ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტებში, სავაჭრო დაფინანსების კუთხით შესაძლებლობების განვითარება გრძელდება, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ეს პარტნიორობა ადასტურებს ჩვენი გლობალური პარტნიორების ნდობას ჩვენი გამოცდილებისადმი და ერთგულებას ქართული ბაზრის განვითარებისადმი. ჩვენ მივესალმებით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა შევქმნათ ზრდის ახალი შესაძლებლობები ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად.

7 ოქტომბერი 10:40

ეროვნული ბანკი - რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები მცირდება, ევროკავშირიდ...

ცენტრალური ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 11.7%-იანი ზრდით. 16.8%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის უარყოფითი კონტრიბუცია კი აგვისტოში 0.4 პროცენტს გაუტოლდა.„აგვისტოში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.9%), აშშ (18.4%) და რუსეთი (12.9%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (16.6%), გერმანიისა (9.1%) და საბერძნეთის (7.8%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია სებ-ის პუბლიკაციაში.

7 ოქტომბერი 10:10

ბათუმი-სარფის გზის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის აზიის განვითარების...

გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში,  ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს მდებარედ გაგრძელდება. ძირითადი საინჟინრო მახასიათებლები მოიცავს 7.6 კილომეტრიან ორმხრივ გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს ჭოროხის მდინარეზე, რომელიც ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.სტრატეგიულად, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონულ ინტეგრაციასა და ვაჭრობას, ასევე, საგრძნობლად შემცირდება მგზავრობის დრო და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ნორმები.ხელმოწერის ცერემონიამდე აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და ზოგადად, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ლაშა ხუციშვილმა და რევაზ სოხაძემ და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.მინისტრებმა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადეს ADB-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

6 ოქტომბერი 11:27