„თურქული სახელმწიფოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის რიგგარეშე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც 16 მარტს ანკარაში გაიმართა.

„დღემდე ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ მასშტაბური პროექტები ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სფეროში კასპიის აუზში თურქული სამყაროს ქვეყნებთან ერთად.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი უკვე 16 წელია აწვდის ნავთობს აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან მსოფლიო ბაზრებზე.

სამხრეთ გაზის დერეფნის წყალობით, რომლის მთავარი ელემენტია TANAP, თურქული სახელმწიფოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.