აზერბაიჯანში, 2023 წლის განმავლობაში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობის ქარხანა დიზელის საწვავის და საავტომობილო ბენზინის წარმოებას ევრო-5-ის გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად დაიწყებს.

როგორც ABC.AZ იუწყება, 2022 წლის ბოლოსთვის, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ახალი ბლოკების მშენებლობა დასრულდა 93%-ით, ხოლო არსებულის მოდერნიზაცია 99%.

„2023 წელს ქარხანა გეგმავს დიზელის საწვავის და საავტომობილო ბენზინის წარმოებას ევრო-5 გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებში“, - ნათქვამია აზერბაიჯანის მთავრობის 2022 წლის ანგარიშში.