გერმანია დამოუკიდებელი გახდა რუსული გაზის მიწოდებისგან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გამოსვლისას განაცხადა.

”ბოლო რვა თვის განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებელი გავხდით რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირისგან”, - თქვა გერმანიის კანცლერმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, ამ პერიოდში გერმანიამ შეძლო ენერგომომარაგების სისტემის ტრანსფორმაცია ახალი მილსადენების, ასევე თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების დახმარებით.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ 23 და 24 მარტს ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომაზე განსახილველი მთავარი თემა უკრაინაში არსებული ვითარება იქნება. პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ გერმანია აპირებს განაგრძოს კიევის მხარდაჭერა.