გერმანული ენერგეტიკული კონცერნი EnBW აცხადებს, რომ რუსული ქვანახშირის წილი მთლიან იმპორტში ნულამდე შემცირდა.

„ჩვენ სწრაფად გავზარდეთ ნახშირის შესყიდვების არეალი, რომლის ნაწილი რუსეთში ვიყიდეთ. ახლა ჩვენ გავაფართოვეთ მომარაგების სხვა წყაროები და შევამცირეთ რუსული ნახშირის წილი ნულამდე“, - თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას შეელმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში. 

მან ხაზი გაუსვა, რომ EnBW-ის შვილობილი კომპანია VNG AG აღარ ახორციელებს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს.

„ეს სრულად კომპენსირდება თხევადი ბუნებრივი აირით სხვა ქვეყნებიდან“, - თქვა შეელმა და დასძინა, რომ VNG AG-ში მდგომარეობა სტაბილურია.

გერმანია თანმიმდევრულად ახორციელებს ნაბიჯებს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. 2022 წლის 10 აგვისტოდან ამოქმედდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ემბარგო რუსეთიდან ქვანახშირისა და ზოგიერთი სხვა საქონლის იმპორტზე.

21 სექტემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა განახლებული სახელმძღვანელო. მან დაუშვა რუსული ნახშირის მიწოდება, დაფინანსება და დაზღვევა გლობალური ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის ქვეყნებს არ შეუძლიათ რუსული ნახშირის ყიდვა პირდაპირ, მაგრამ შეუძლიათ მისი მიწოდება მესამე ქვეყნებისთვის.

გიორგი არაბული