„ევროსტატის“ მონაცემებით, ევროპაში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი აშშ გახდა. 

კერძოდ, დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებში მიერ იმპორტირებული ნავთობის 18% ამერიკული იყო.

აღსანიშნავია, რომ შარშან აშშ-ის წილი 13% იყო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი, რომელიც ამ დრომდე ევროპაში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო, შარშან იანვარში დაფიქსირებული 31%-დან 4%-მდე შემცირდა.

მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ევროკავშირისთვის ნორვეგიაა. მისი წილი 17%-ს შეადგენს.

„2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები გახდნენ აშშ, ნორვეგია და ყაზახეთი. ამით ევროკავშირმა აჩვენა, რომ შეუძლია, ადაპტაცია მოახდინოს ნავთობის ბაზარზე შეცვლილ სიტუაციასთან და პრაქტიკულად გათავისუფლდეს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისგან“, – ნათქვამია „ევროსტატის“ განცხადებაში.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროკავშირში მიწოდების კუთხით ლიდერია ნორვეგია, მეორე ადგილზეა აშშ.