ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ BP, 2022 წლის რეკორდული მოგების შესახებ გამოაცხადა. კომპანიის მოგება $27,7 მილიარდი იყო, რაც 116%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.

გასული წელი იყო დიდი წარმატება BP-სთვის და სხვა ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს შემოსავალი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მატების გამო.

შემოსავლის ზრდა საკმარისი იყო 25,5 მილიარდი დოლარის ჩამოწერის დასაფარად გასული წლის განმავლობაში "როსნეფტის" ერთობლივი საწარმოდან და რუსეთში ყველა პროექტიდან გასვლის გამოცხადების შემდეგ.

ერთი დღით ადრე, 6 თებერვალს, "როსნეფტის" ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა განაცხადა, რომ BP კვლავ რჩება რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციონერად.

ასეთი წარმატებული წლის შემდეგ, BP-მ გამოაცხადა დივიდენდის 10%-იანი ზრდა 6 დოლარამდე აქციაზე, ასევე 2,75 მილიარდი დოლარის აქციების ყიდვა მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

გიორგი არაბული