ენერგეტიკა
უნგრეთი, ბულგარეთი და რუმინეთი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე შეთანხმე...

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიარტომ ბუდაპეშტში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.სიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი ელის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის იმპორტს დაიწყებს და მომავალში 1-2 მილიარდ კუბურ მეტრს მიიღებს წელიწადში. ამ გაზის ნაწილი შეიძლება თურქეთის გავლით იყოს და მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს თურქ პარტნიორებთან."რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გვჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - ბულგარეთსა და რუმინეთში. ამ მიზნით, მომავალი თვის ბოლოს სოფიაში მოვაწერთ ხელშეკრულებას", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 2020 წლის ბოლოს დაიწყო ტრანსადრიატიკის მილსადენით, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) განუყოფელი ნაწილია. მათი მოცულობა უნდა იყოს 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი, საიდანაც 8 მილიარდი მოდის იტალიაზე და 1 მილიარდი - საბერძნეთისა და ბულგარეთის წილზე.აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, ევროპისთვის გაზის მიწოდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება წელიწადში.გიორგი არაბული

1680253396

განახლებადი ენერგიების გავლენა ჰაერის ხარისხზე

ბუნებრივად წარმოქმნილი ნაწილაკები - აეროალერგენები, მათ შორის ამბროზიის მტვერი, შესაძლოა შავ ნახშირბადზე და წიაღისეულის წვის შედეგად გამოყოფილ სხვა დამაბინძურებლებზე  არანაკლებად საზიანო აღმოჩნდეს.  არსებობს კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ წიაღისეული საწვავით გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა მცენარეების მიერ მტვრის წარმოქმნის რაოდენობა გაზარდოს და მტვრის სეზონი გაახანგრძლივოს.  კლიმატის ცვლილების ზემოქმედებამ შესაძლოა მსოფლიოში გარკვეული ადგილები საცხოვრებლად ნაკლებად მიმზიდველი გახადოს, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ალერგია აწუხებს.  განახლებადი ენერგიის საშუალებით ჩვენ შევძლებთ ხანგრძლივი და პროდუქტიული მტვრის სეზონების და ჰაერის ხარისხის გაუარესების თავიდან არიდებას.კლიმატის ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზაფხულის ტემპერატურის დათბობამ შესაძლოა “სტაგნაციის” მოვლენები გაამძაფროს.  მეტეოროლოგები სტაგნაციას უწოდებენ ისეთ მოვლენას, რომლის დროსაც ცხელი ჰაერის ჯიბეების მეშვეობით დამაბინძურებლების შეკავება და მათი ქვედა ატმოსფეროში ჩაკეტვა ხდება.წიაღისეული საწვავის წვისას ატმოსფეროს ქვედა ფენებში წარმოიქმნება აზოტის ოქსიდები (NOx), ოზონის შემადგენელი ელემენტები - კიდევ ერთი დამაბინძურებელი, რომელიც ჰაერის ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს და სასუნთქი გზების დაზიანებას, ინფექციებსა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას იწვევს.განახლებადი ენერგიის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ სტაგნაციის ზოგიერთი მოვლენის თავიდან აცილებასა და ატმოსფეროში არსებული ოზონისა და სხვა დამაბინძურებლების შემცირებას.  განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. მზის, ქარის, წყლის და სუფთა ენერგიის სხვა წყაროებზე გადასვლა შეარბილებს კლიმატის ცვლილების ზეგავლენასაც.  განახლებადი ენერგოტექნოლოგიების დანერგვისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მდგრადი საბაზრო და ფინანსური მექანიზმების შექმნა.

1680250354

სუფთა ენერგიამ პირველად შეაგროვა $1 ტრილიონი და თითქმის გაუთანაბრდა ინ...

ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები 2022 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, განხორციელდა ქარისა და მზის ენერგიაში - 495 მილიარდი დოლარი - ეს 17%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. შედეგად აშენდა 350 გიგავატზე მეტი სიმძლავრე."გასულ წელს სიმძლავრის ზრდამ 25% შეადგინა, რაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა", - განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა გასულ კვირას დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სამიტზე.ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები სწრაფად იძენენ განახლებად ენერგიას. თუ 2014 წელს, როდესაც BloombergNEF-მა დაიწყო ელექტრომობილებში ინვესტიციების გათვალისწინება, მზის და ქარის ელექტროსადგურებში ინვესტიციების მხოლოდ 6.7% შეადგენდა.მაგალითად, ბატარეებსა და ინფრასტრუქტურაზე 466 მილიარდი დოლარი იქნა მოზიდული, რაც 54%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.ძირითადად, თანხა ჩადებულია სამგზავრო ელექტრომობილების წარმოებაში (380 მილიარდი დოლარი). გარდა ამისა, მიღებული ინვესტიციებია:- საზოგადოებრივი დამტენი სადგურები - 24 მილიარდი დოლარი,- ორ და სამ ბორბლიანი მანქანები - თითქმის 23 მილიარდი დოლარი,- ელექტრო ავტობუსები - $15 მილიარდი,- კომერციული მანქანები - $8 მილიარდიგასულ წელს პირველად გაიყიდა 10 მილიონზე მეტი ახალი ელექტრო მანქანა (მათ შორის ჰიბრიდები). 2030 წელს ავტომობილების სამ უმსხვილეს ბაზარზე - ჩინური, ევროპული, ამერიკული - ყოველი მეორე გაყიდული მანქანა ელექტრო იქნება, პროგნოზირებს ბიროლი.გიორგი არაბული

1680182237

ყაზახეთი გარკვეული სახეობების ნავთობპროდუქტების ექსპორტს 21 თვით აკრძა...

ამის შესახებ გამოცემა Asiaplus წერს.ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს შეტყობინებაში მითითებული არ არის.მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის მთავრობამ დააწესა ოთხ თვიანი აკრძალვა ყველაზე პოპულარული ტიპის ნავთობპროდუქტების ტრანსპორტის ყველა მეთოდით ექსპორტზე.შემდეგ ითქვა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების ექსპორტის აკრძალვის შესახებ - გარდა საპოხი ზეთების, თხევადი საწვავის, საავიაციო საწვავის კვლევითი სამუშაოებისთვის, აგრეთვე ავტომობილის მწარმოებლის მიერ მოწოდებული გაზის ავზებში ექსპორტზე. მანამდე, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, ყაზახეთის ხელისუფლებამ აღნიშნული პროდუქციის საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვა ექვსი თვით გაახანგრძლივა. ეს დაკავშირებული იყო შიდა ბაზრის საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფის საკითხებთან.ასეთი ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტის პირველადი აკრძალვა გასული წლის 12 ივლისს დაწესდა.სანდრო პირველი

1680178054

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე...

დავით ნარმანიამ განმარტა ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის გახსნის გადავადების მიზეზები და აღნიშნა, რომ სემეკმა ბაზრის მონაწილეებს შესასრულებლად დამატებითი ღონისძიებები განუსაზღვრა.„მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრის გახსნა გადავადდა პირველ ივლისამდე,  რაც განპირობებული იყო რიგი მიზეზებით. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მზადყოფნა ახალი ბაზრის მოდელის ამოქმედების დღისთვის. აუცილებელია, რომ ორივე სადგური მზად იყოს მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ ზაფხულის პერიოდისთვის არის ხოლმე შესაძლებელი. ამასთანავე, სემეკში რამდენჯერმე მოვისმინეთ სახელმწიფო ელექტროსისტემის, ენერგეტიკული ბირჟისა და ესკოს ანგარიშები ბაზრის გახსნის მზაობასთან დაკავშირებით. მათ მიერ შესრულებულია ძირითადი სამუშაოები, ამავდროულად ჯერ კიდევ რჩება რიგი ღონისძიებებისა, რომელთა შესრულებაც ბაზრის შეუფერხებლად გახსნისთვის ასევე მნიშვნელოვანია,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშემწყობ მექანიზმებზეც და ყურადღება გაამახვილა ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობის ზრდაზე.„ბოლო მონაცემებით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 760 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრე აღემატება 39 მეგავატს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე რეგიონებში უფრო მეტი მოთხოვნაა და დღეისთვის „ენერგო პრო ჯორჯიას“ 537 სადგურია ჩართული  ქსელში. ამასთანავე,  განვითარების ტემპი მზარდია თბილისშიც. ნეტო აღრიცხვაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა სემეკის ხელშემწყობმა რეგულაციებმა. მათ შორის, 500 კილოვატამდე გავზარდეთ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე, დავნერგეთ ვირტუალური მოხმარების შესაძლებლობა, როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება შესაძლოა მოხდეს ერთ მისამართზე, ხოლო მისი გამოყენება, სხვა მისამართზე, მთავარია, რომ ორივე მისამართს ემსახურებოდეს ერთი და იგივე გამანაწილებელი ქსელი. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ  მომხმარებელს შეუძლია ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადანაწილების მიზნით, შექმნას ჯგუფი და მათ გაუზიაროს გამომუშავებული ელექტროენერგია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.დავით ნარმანიას თქმით, სხვა პროექტებთან ერთად, სემეკი ამჟამად აქტიურად მუშაობს მომსახურების სერვისების გამარტივებასა და ერთიანი პორტალის შექმნაზე, სადაც მომხმარებელს შეეძლება კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებული ყველა  ოპერაციის შესრულება. 

1680175409

ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები აშშ, ნორვეგია...

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი, რომელიც ამ დრომდე ევროპაში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო, შარშან იანვარში დაფიქსირებული 31%-დან 4%-მდე შემცირდა.მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ევროკავშირისთვის ნორვეგიაა. მისი წილი 17%-ს შეადგენს.„2022 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებლები გახდნენ აშშ, ნორვეგია და ყაზახეთი. ამით ევროკავშირმა აჩვენა, რომ შეუძლია, ადაპტაცია მოახდინოს ნავთობის ბაზარზე შეცვლილ სიტუაციასთან და პრაქტიკულად გათავისუფლდეს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებისგან“, – ნათქვამია „ევროსტატის“ განცხადებაში.რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროკავშირში მიწოდების კუთხით ლიდერია ნორვეგია, მეორე ადგილზეა აშშ.

1680080653

წელს აზერბაიჯანი ევრო-5-ის სტანდარტების საწვავის წარმოებას იწყებს

როგორც ABC.AZ იუწყება, 2022 წლის ბოლოსთვის, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ახალი ბლოკების მშენებლობა დასრულდა 93%-ით, ხოლო არსებულის მოდერნიზაცია 99%.„2023 წელს ქარხანა გეგმავს დიზელის საწვავის და საავტომობილო ბენზინის წარმოებას ევრო-5 გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებში“, - ნათქვამია აზერბაიჯანის მთავრობის 2022 წლის ანგარიშში.

1680007341

გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა - EnBW, რუსული ნახშირის იმპორტი შეწ...

მან ხაზი გაუსვა, რომ EnBW-ის შვილობილი კომპანია VNG AG აღარ ახორციელებს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს.„ეს სრულად კომპენსირდება თხევადი ბუნებრივი აირით სხვა ქვეყნებიდან“, - თქვა შეელმა და დასძინა, რომ VNG AG-ში მდგომარეობა სტაბილურია.გერმანია თანმიმდევრულად ახორციელებს ნაბიჯებს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. 2022 წლის 10 აგვისტოდან ამოქმედდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ემბარგო რუსეთიდან ქვანახშირისა და ზოგიერთი სხვა საქონლის იმპორტზე.21 სექტემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა განახლებული სახელმძღვანელო. მან დაუშვა რუსული ნახშირის მიწოდება, დაფინანსება და დაზღვევა გლობალური ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ევროკავშირის ქვეყნებს არ შეუძლიათ რუსული ნახშირის ყიდვა პირდაპირ, მაგრამ შეუძლიათ მისი მიწოდება მესამე ქვეყნებისთვის.გიორგი არაბული

1679997755

ევროკავშირი რუსული თხევადი გაზის მიწოდების დაბლოკვას გეგმავს - როგორ ა...

მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი საჭიროებს კონსულტაციებს ევროკავშირის სხვა წევრებთან და ევროკომისიასთან, ამან შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთიდან ენერგორესურსების ნაკადის შემცირება, წერს Bloomberg-ი.ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი მხარს უჭერენ ასეთი რეგულაციის შემოღებას, აკონკრეტებენ სააგენტოში.ბლუმბერგმა გაიხსენა, რომ მარტის დასაწყისში, ევროპის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა მოუწოდა ქვეყნებს რუსული LNG-ის მიღების შეჩერებისკენ და თქვა, რომ კომპანიებმა არ უნდა განაახლონ გრძელვადიანი კონტრაქტები ამ უკანასკნელის ვადის ამოწურვის შემდეგ.ესპანეთი, ამჟამად რუსული LNG-ის ყველაზე დიდი მყიდველი ევროკავშირში, სთხოვს კომპანიებს, არ გააფორმონ კონტრაქტები რუსეთში ახალი შესყიდვების შესახებ.თებერვლის დასაწყისში Reuters-მა Refinitiv-ის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გასულ წელს რუსეთმა მიაწოდა დაახლოებით 17 მილიონი ტონა LNG ევროპას, რაც 20%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამით მოსკოვმა ნაწილობრივ აანაზღაურა რუსული მილსადენით გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირება.რუსეთიდან LNG ექსპორტის მთლიანი მოცულობა გასულ წელს 8,6%-ით გაიზარდა და 33 მლნ ტონა შეადგინა, რომლის ნახევარზე მეტი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა.ევროკავშირში მილსადენით რუსული გაზის ექსპორტის შემცირების ფონზე, LNG-ის წილი რუსეთის მთლიან მიწოდებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგინა მთლიანი გაზისა და LNG მიწოდების 25%-ზე მეტი (ნაცვლად 7%-ისა ერთი წლით ადრე).ევროკავშირი გასულ წელს გახდა თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მყიდველი მსოფლიოში, გადაუსწრო ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას, იტყობინება Refinitiv. ევროკავშირის ქვეყნებმა LNG შესყიდვები გაზარდეს 58%-ით - 101 მლნ ტონამდე.სანდრო პირველი

1679994644

SOCAR-ი ყაზახური ნავთობის ტრანზიტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით იწ...

ამის შესახებ ABC.AZ იუწყება SOCAR-ის შვილობილი კომპანია SOCAR Midstream Operations LLC-ზე დაყრდნობით.ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით ხორციელდება SOCAR-სა და KazMunayGas-ს შორის დადებული ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტს. 2023 წლის ბოლომდე კასპიის ზღვაში თვეში 12-14 ტანკერით მოგზაურობის განხორციელება იგეგმება."შუშას" ტანკერი, რომელიც ყაზახური ნავთობის მომდევნო პარტიას მიაწოდებს, აქტაუს პორტს 27 მარტს დატოვებს.2022 წელს სოკარმა განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები სანგაჩალის ტერმინალის ტერიტორიაზე შემგროვებელი მილსადენების ქსელის მოდერნიზების მიზნით, რათა მიეღო ყაზახური ნავთობი BTC-ში. ამ პროექტებმა გაზარდა BTC სიმძლავრის ათვისების დონე.აღსანიშნავია, რომ ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოდან და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან, ისევე როგორც ნედლი ნავთობისა და კონდენსატი სხვა წყაროებიდან, BTC-ის გავლით ტრანსპორტირდება.BTC-ის მიმდინარე გამტარუნარიანობა შეადგენს 1,2 მლნ ბარელს დღეში ან 50 მლნ ტონას წელიწადში. 2006 წლის ივნისში 1,768 კმ BTC მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 2022 წლის ბოლომდე, მილსადენმა სულ გადაიტანა 531 მილიონ ტონაზე მეტი (3,99 მილიარდი ბარელი) ნედლი ნავთობი, რომელიც ჩაიტვირთა ჯამში 5 244 ტანკერზე ჯეიჰანში და გაიგზავნა მსოფლიოში ბაზრები.მიმდინარე წლის 18 იანვარს BTC-მ 4 მილიარდი ბარელი ნავთობის ექსპორტი დააფიქსირა.სანდრო პირველი

1679914397