ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #616


28 ივლისი 13:00
სელფი საქართველოში Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია
29 ივლისი 10:00
რჩევები მოგზაურებს - რას შეიძენ სამოგზაუროდ PLUS ბარათით?
ეს მიღწევა ასოციაციის წევრთა ხარისხიანი შრომის, ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო ბაზრებზე სტრატეგიული პოზიციონირების შედეგიასაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში პირადად დაადასტურა ქართული მოცვის ხარისხი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ექსპორტის მნიშვნელობას ქართულმა მოცვმა ახალი ბაზარი დაიპყრო — და ეს მხოლოდ დასაწყისია!", - ნათქვამია განცხადებაში.
29 ივლისი 14:28

ონლაინ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განხილული იყო ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურები, ასევე, საარჩევნო ადმინისტრირების ძირითადი მიმართულებები ავსტრალიის მაგალითზე. ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.მიღწევებს შორის ხაზი გაესვა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ელექტრონული სიების გამოყენებას და მონაცემთა ციფრული გადაცემის სისტემის დანერგვას.შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს იმის შესახებაც თუ რა მექანიზმების გამოყენებით ებრძვის ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო საკითხების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, როგორც ტრადიციულ ასევე სოციალურ მედიაში.სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია პრეფერენციული ხმის მიცემის სისტემის შესახებ. აღნიშნული საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა, ვინაიდან ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და შესაბამისად, ხმების დათვლას უფრო გრძელვადიანს და ტექნიკურად რთულ პროცესად ხდის.აღნიშნულიდან გამომდინარე 2025 წლის 3 მაისს გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციამ 12 ივნისს გამოაცხადა.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მსგავს პროგრამებში მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს როგორც საარჩევნო პროცესების, ისე ადმინისტრაციული მმართველობის უწყვეტ განვითარებას. ამას გარდა, ვირტუალურ ვიზიტორთა პროგრამებში მონაწილეობა საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, მუდმივად იყოს ჩართული გლობალურ დისკუსიებში და გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას.მსგავს პროგრამებში მონაწილეობა ქმნის შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციამ წარადგინოს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა, რითაც ის განაგრძობს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი აქტიური და პროფესიული იმიჯის გამყარებას.ამასთანავე, ამგვარი ინტერაქცია და ცოდნის გაცვლა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საარჩევნო პროცესის მუდმივ დახვეწას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.ვიზიტორთა ვირტუალური პროგრამა, რომელშიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ავსტრალიის საარჩევნო ადმინისტრაციის (AEC) მოწვევით მიიღეს მონაწილეობა, 29 ივლისს გაიმართა.პროგრამა 2025 წლის 3 მაისს გამართული არჩევნების გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
29 ივლისი 13:43

ინიციატივის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს ყველა უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს, მიიღონ ერთი წლის სწავლის საფასურის დაფინანსება.წელს, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 15-მდე სტიპენდიატი.საქართველოს ბანკის მიერ სტუდენტების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - stipendia.bog.geინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
29 ივლისი 12:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე სოხაძის ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პროექტის განსახორციელებლად კახეთის რეგიონში, მის კუთვნილ 5 ქვესადგურში („ჯუგაანი 110“, „ხირსა 110“„ გამარჯვება 110“, „ქისტაური 35“, „ქედი 35“) 6/10 კვ ძაბვის, თანამედროვე ტიპის უჯრედების მოწყობა უკვე დაასრულა.„გლობალური ენერგეტიკული გამოწვევების ფონზე ენერგეტიკული თვითკმარობა და ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიმდინარე ჰიდროპროექტების პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც. საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით დასკვნით ეტაპზეა ჯამურად 10 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტები“, - აღნიშნა ალექსანდრე სოხაძემ.„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიების ქსელთან მიერთების მიმართულებით - განახლებადი ენერგიის წყაროების სისტემაში ინტეგრაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე, გაზრდის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.ამჟამად სამშენებლო ფაზაშია 125 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურები (ჯამური ინვესტიციით 195 მლნ.აშშ.დოლარი) რომელთა ეტაპობრივი ამოქმედება მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას. ასევე დაახლოებით 200 მეგავატზე (ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 240 მლნ. აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების გადაყვანა სამშენებლო ეტაპზე. რაც შეეხება მზის ელექტროსადგურებს, გარდა ნეტო-სადგურებისა, ამ ეტაპზე დასკვნით ფაზაშია 10 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბანკების თანამონაწილეობით, მათი ჯამური ინვესტიცია 4.75 მლნ. დოლარია, ხოლო დაახლოებით 150 მეგავატზე (ჯამური ინვესტიცია 88.45 მლნ აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა.„განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება გრძელვადიან პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყანაში გენერაციის მომატებას, რაც საერთო ჯამში იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალ წლებში ნეტ-ექსპორტიორი გავხდეთ“, - აცხადებს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი.ამასთან, ალექსანდრე სოხაძე ხაზგასმით აღნიშნავს ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს წლებში საქართველოსა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს დააკავშირებს. პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ადგილობრივი მწვანე ენერგიის პირდაპირ ევროპულ ბაზარზე გატანა. ეს თავის მხრივ, გააჩენს რეალურ შესაძლებლობას, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიების განვითარებით უზრუნველყოს როგორც საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე წვლილი შეიტანოს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.
29 ივლისი 11:59

კერძოდ, ბენზინის ექსპორტი, მათ შორის, საწარმოო კომპანიებისთვისაც 31 აგვისტომდე აიკრძალა. მანამდე აკრძალვა მხოლოდ ტრეიდერებს, შუამავლებსა და ნავთობბაზებს ეხებოდა.აღნიშნული ზომა მაღალი მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პირობებში შიდა ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მიიღეს.„ექსპორტის აკრძალვის გამკაცრება მაღალი სეზონური მოთხოვნისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი,“ - წერს მთავრობა.
29 ივლისი 11:50

ABC კაბელი მაგისტრალურ საჰაერო გადამცემ ხაზებში, საცხოვრებელი სახლებისა და საყოფაცხოვრებო შენობების განშტოებებზე გამოიყენება. საჰაერო გადამცემი ხაზებისთვის განკუთვნილი სტანდარტული კაბელებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროდუქტის საიზოლაციო მასალა შეიცავს დანამატს, რაც კაბელს განსაკუთრებით მედეგს ხდის ულტრაიისფერი სხივების მიმართ და გაუმჯობესებული თერმული თვისებებით გამოარჩევს.ABC კაბელმა ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის“ ლაბორატორიაში კომპლექსური ტესტირების პროცესი გაიარა, რის ფარგლებშიც შეფასდა კაბელის კონსტრუქციული ზომები, მარკირების შესაბამისობა, მასალების ტიპები და ფერები. გარდა ამისა, ლაბორატორიაში სიღრმისეულად მოხდა კაბელის ელექტრო-მექანიკური თვისებების შესწავლა, მათ შორის ისეთი კომპონენტების, როგორიცაა: დენგამტარის ელექტრული წინაღობა, ტექნიკური ნახშირბადის შემცველობა, სადენის მედეგობა მაღალ ძაბვაზე და სხვ.ჩატარებულმა ტესტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული ABC კაბელი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და საიმედოდ უზრუნველყოფს დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას საჰაერო გადამცემი ხაზების საშუალებით.საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს „საქკაბელს“ თვითმზიდი კაბელისთვის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის მინიჭებას. ასოციაციაში აცხადებენ, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული თვითმზიდი ABC კაბელის საშუალებით, უკვე წლებია, ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება საქართველოს არაერთ რეგიონს და პროდუქტი სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად გამოიყენება. ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტისგან“ საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება კი, აღნიშნული პროდუქტის სანდოობისა და მაღალი ხარისხის კიდევ ერთი დასტურია, რომელიც გზას გვიხსნის საერთაშორისო ბაზრებზე. ეს წარმატება „საქკაბელის“ გუნდის დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია. ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის განვითარებას და მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტის საკაბელო გადაწყვეტების შეთავაზებას“, – „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.ინფორმაციისთვის, ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი“ მოწინავე ევროპული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც 1926 წლიდან ახორციელებს პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების ტესტირებას, შემოწმებასა და სერტიფიცირებას. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან და უზრუნველყოფს მიუკერძოებელ შეფასებას პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების შესაბამისობის შესახებ.
29 ივლისი 11:20

ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველოს პრობლემები თითქმის არ შეექ...
17 ივლისი 9:29
აზერბაიჯანული კომპანიის მფლობელი, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ...
19 ივლისი 11:50
რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური დაპირისპირებაა - რას...
18 ივლისი 8:50
შუა დერეფნის ალტერნატივად ზანგეზურის დერეფნის წარმოსახვა რთულად წარმოს...
21 ივლისი 14:08
ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში...
17 ივლისი 14:36