ახალი ამბები ბიზნესი ფინანსები ეკონომიკა ენერგეტიკა საზოგადოება მსოფლიო ჯანდაცვა რეიტინგი ელ-ვერსია გალერეა ბლოგი
ახალი ამბები
ბიზნესი
ფინანსები
ეკონომიკა
ენერგეტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
ჯანდაცვა
რეიტინგი
ელ-ვერსია
გალერეა
ბლოგი
მეტი
ელ-ვერსია
ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #624

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-624  

1611572797

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #612

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-612  

1605609169

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #616

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-616  

1605607895

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #615

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-615  

1605604799

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #614

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-614  

1605604263

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #613

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-613  

1605601787

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #609

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-609

1601295903

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #595

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-595

1593092484

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #594

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-594

1593092286

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #593

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-593

1593092047

ფქვილის იმპორტიორისთვის გადასახადი ₾250-მდე იზრდება

1696317034 • ეკონომიკა

ყველაზე კითხვადი

ნიკოლოზ შურღაიამ "პაშა ბანკი" დატოვა

1695207747

„ეს დებულება რომ თავიდანვე არ იყო ასახული ეროვნული ბანკის დოკუმენტში,...

1695379366

15 ნოემბრამდე საწვავზე ფასები ომის დაწყებამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდ...

1695722330

ნათია თურნავას ახალი მრჩეველი ჰყავს

1695719805

ბანკი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

1695215633

ენერგეტიკა

1696233879

მოლდოვა რუსულ გაზს აღარ შეიძენს

„ჩვენ აღარ შევიძენთ ბუნებრივ გაზს „გაზპრომისგან“ კონსტიტუციური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისთვის“, - განაცხადა პარლიკოვმა ევროატლანტიკურ ფორუმზე გამოსვლისას.პარლიკოვი ირწმუნება, რომ ევროპის ბაზარზე გაზის ყიდვა მოლდოვას უფრო იაფი უჯდებათ.„უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება [გაზის შეძენა ევროპულ ბაზარზე] უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ფორმულა, რომელიც გაზპრომთან კონტრაქტში იყო განსაზღვრული“.შეგახსენებთ, რომ ადრე მოლდოვა ყიდულობდა რუსულ ბუნებრივ გაზს, მაგრამ 2021 წლის ბოლოს გაზპრომმა და მისმა მოლდოვურმა შვილობილმა კომპანიამ განაცხადეს, რომ მოლდოვას მათი ასობით მილიონი დოლარის ვალი აქვს და შემდგომი სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად, ეს დავალიანება უნდა დაფაროს.მოლდოვამ გაზპრომის ეს განცხადება გააპროტესტა. მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა, საერთაშორისო აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ მოლდოვას გაზპრომს 8,6 მილიონი დოლარი ემართა გაზის მიწოდებისთვის, ეს კი რუსეთის ნავთობისა და გაზის კონცერნის მიერ გამოცხადებულ 709 მილიონ დოლარზე ბევრად ნაკლები.

1695897194

ნავთობის შემცირებულმა ექსპორტმა რუსეთსა და საუდის არაბეთს თითქმის 3 მი...

საუდის არაბეთის ნავთობის შემოსავალი მესამე კვარტალში შეიძლება იყოს დაახლოებით 30 მილიონი ბარელი დღეში - მეტი, ვიდრე წინა კვარტალში, ან $2.6 მილიარდი ივლის-სექტემბრის შედეგების მიხედვით. რუსეთში შემოსავლების ზრდა მეორე კვარტალთან შედარებით დაახლოებით $2,8 მილიარდი იქნება (გამოითვალა Energy Aspects-მა).როგორც  The Wall Street Journal წერს, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ მიწოდებისა და ფასების წარმატებულმა მართვამ შეიძლება აიძულოს OPEC+-ის ქვეყნები კიდევ უფრო შეზღუდონ მიწოდება.„OPEC+ ახლა დიდ წილად აკონტროლებს ბაზარს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ისინი შეეცდებიან კონტროლის გამკაცრებას,” - განუცხადა გაზეთს საად რაჰიმ, Trafigura-ს მთავარმა ეკონომისტმა.მიუხედავად იმისა, რომ OPEC+-მა 2022 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მიწოდების შეზღუდვით ფასების მხარდასაჭერად რამდენიმე მცდელობა განახორციელა, ეფექტი მხოლოდ ბოლო ორ თვეში გამოჩნდა, მას შემდეგ რაც საუდის არაბეთმა ივლისში გამოაცხადა, რომ შეზღუდავს წარმოებას დღეში კიდევ 1 მილიონი ბარელით და რუსეთიც შეამცირებს ექსპორტს 500 000 ბარელით. 5 სექტემბერს მათ გააგრძელეს შეზღუდვები წლის ბოლომდე (რუსეთი - უკვე 300 000 ბარელი დღეში).შედეგად, Brent-ის ნავთობის ფასმა ივლისის ბოლოდან დაიწყო მატება ბარელზე დაახლოებით 72 დოლარიდან და ოთხშაბათს აუქციონზე 97 დოლარს მიაღწია. ხუთშაბათს შუადღის ვაჭრობაში ის ბარელზე 96,3 დოლარამდე დაეცა.„დროის საკითხია, სანამ ბრენტის ტიპის საწვავი 100 დოლარს მიაღწევს“, - ციტირებს Bloomberg ING-ის სასაქონლო სტრატეგიის დირექტორს უორენ პატერსონს.”მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ფასი დიდხანს არ დარჩება მასზე მაღალი, OPEC+-ზე ზეწოლის გათვალისწინებით, რომელსაც სხვა ქვეყნები სავარაუდოდ დაიწყებენ,” - აღნიშნა პატერსონსმა.

1695893800

ლექვინაძე - ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს ბაზარზე საწვავი ძვირდება,...

მისი თქმით, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მსოფლიოში საწვავის ფასის ზრდას.„ეს არის დიდი ქვეყნების გადაწყვეტილება მოპოვების შემცირების შესახებ, მათ შორის ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილება საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ, ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გაზრდილი მოთხოვნის შესახებ. თუ ფასს შევხედავთ, ბოლო თვეებია 750 დოლარიდან 1000 დოლარს გადასცდა ფასი. ბრენდის ტიპის ნავთობზე ფასი 75 დოლარიდან 95 დოლარამდეა გაზრდილი. იგივე შემიძლია, გითხრათ რუსულ საწვავთან დაკავშირებით, 55 დოლარიდან დაახლოებით 80 დოლარამდეა. ალბათ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.ეს არის ის პროცესები, რაც გავლენას ახდენს საქართველოში საწვავის ფასზე, განსხვავებით გასული წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდიდან, როდესაც საქართველოს გააჩნდა და კომპანიებს შეეძლოთ იაფი რესურსის წყალობით უფრო მეტად შეემცირებინათ საწვავის ფასი მომხმარებლისთვის, თუმცა მათ შეინარჩუნეს ფასი და ამის გამო იყო ჩვენი გადაწყვეტილება მათთვის კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. თუმცა, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ახლა პროცესები აბსოლუტურად განსხვავებულია“, – განაცხადა ლექვინაძემ.კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია.„ერთია, რა იწვევს ფასის გაძვირებას, ამ ეტაპზე ეს არის წმინდა საბაზრო ფაქტორები, რაც საქართველოში ხდება. თუ რაიმე იქნება არასაბაზრო ფაქტორების გავლენით ისინი, როგორც გასულ წელს, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ოქტომბრის თვეშიც ჩვენ შეიძლება, გარკვეულწილად ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით.გრძელვადიანი პროგნოზი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე. გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა გარკვეული პერიოდი ალბათ შეიძლება, ფასის კორექტირებას ისევ უნდა ველოდოთ ზრდის მიმართულებით. სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშებს, თუ ჩვენ დავინახავთ რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენას, როგორც ეს დავინახეთ გასული წლის აგვისტოში და შევაფასეთ 2022 წლის რვათვიანი პერიოდი, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ლექვინაძემ.

1695734243

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”: საქართველოში საწვავზე დეფიციტ...

იობაშვილმა საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვას გამოეხმაურა.“რაც შეეხება რუსეთის ქმედების შეფასებას – ეს თავდაპირველად თავად რუსეთისთვის არ არის კარგი. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთიდან, რაიმე დიდი სახელმწიფო ორგანიზაციებისგან არ ვიღებდით საწვავს, საწვავს არასანქცირებული კერძო კომპნიებისგან ვიღებდით. რადგან რუსეთმა ასეთი დადგენილება გამოსცა, ეს ყველას შეეხება და საზღვრებიდან გატანა ყველას ეკრძალება. ისედაც, ამ დადგენილებამდე რუსეთმა ექსპორტის, გადაზიდვის ღირებულება გააძვირა. პირველი გაძვირებებიც აქედან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთმა განცხადება გააკეთა, რომ ნედლი ნავთობის მოპოვებას ამცირებს, აქედან გამომდინარე რუსეთმაც შეამცირა, მაგრამ რუსეთი საუდის არაბეთი არაა. საუდის არაბეთმა როგორც შეამცირა, ისე მოუმატებს, ის სულ სხვა განზომილების სანავთობო ქვეყანაა.რუსეთმა, ფაქტობრივად, გაუგებარი დადგენილება მიიღო. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს რუსეთმა თავისი განკარგულება ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართაც შეცვალა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ ეს შეზღუდვა არ შეეხებოდათ. დღეს საწვავის ექსპორტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც შეაჩერა. რუსეთმა მიწოდება არ გაუჩერა ქვეყნებს, რომლებიც ” ევრაზიის კავშირში” არიან გაწევრიანებულები. აქ არა მარტო ბიზნესია, ეს ბიზნესის ჩარჩოებიდან გადის. აქ საქმეში უფრო პოლიტიკოსებიც უნდა ჩაებან, მათი აზრიც ძალიან გვაინტერესებს – თუ რას ემსახურება ეს ორაზროვანი დადგენილება? თუ “ევრაზიის კავშირში” გაწევრიანდებით, ჩვენ საწვავს მოგცემთო? არ გვინდა. ჩვენ ევროპულ ბაზარზე წლები ვიყავით. მსოფლიო ბაზარზე ეს ყველაფერი დარეგულირდება და შედეგს მოგვცემს. საიდან, რომელი ქვეყნებიდან მოვიტანთ საწვავს? ეს ქართული ბაზრისთვის ახალი არ იქნება.მოგეხსენებათ, საქართველოში არის ძალიან კარგი ბრენდირებული კომპანია “რომპეტროლი”, რომელსაც ქარხნები რუმინეთში აქვს. ის ქარხნები და საქართველოში არსებული კომპანია “რომპეტროლი” ყაზახეთის საკუთრებაა. საწვავი იქიდან შემოვა, შემოვა იმ ფასებში, რაც მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე იქნება დადგენილი, ესა “პლაცი”; ასევე გვყავს “ლუკოილი”, რომელსაც ბულგარეთში საკუთარი ქარხნები აქვს, ასევე გვყავს არაჩვეულებრივი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანი, საიდანაც “ევრო 5-ის” დიზელის შემოტანა დავიწყეთ. ბენზინზე გადაიარაღება ჯერ კიდევ არ დასრულდა, რათა ბენზინიც იქიდან შემოვიტანოთ. მოგეხსენებათ, ევრო სტანდარტი, “ევრო 5” გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ საქართველოში საწვავზე დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნება.ყველას გაინტერესებთ ფასები: დაიწევს , თუ აიწევს. ფასების დათვლა მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც საწვავს ესა თუ ის კომპანია შემოიტანს, ანუ, რა ფასი იქნება შემოტანის დროს, რადგან “პლაცი” ყოველდღიურად დგება. მსოფლიოში არავინ მეგულება, რომ ამაზე წინასწარმეტყველება გააკეთოს. რუსული სინდრომიდან გამომდინარე ფასებმა ჩვენთან უკვე საკმაოდ მოიმატა. შეიძლება, ისეთი რამაც მოხდეს, რომ უფრო უკეთესი და შედარებით იაფიანი ბაზარიც აღმოვაჩინოთ. რატომ ვამბობ ამას: არც ევროპაში, არც თურქეთში “რეგულარის” ტიპის საწვავი არსად იყიდება. ანუ ევროპაში “პრემიუმზე” დაბალი კატეგორიის საწვავი არ იყიდება.ბუნებრივია, “პრემიუმზე” დაბალი ფასი “რეგულარზე” იქნება. ეს იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ რადგან ევროპა აღნიშნულ საწვავს იმ რაოდენობით არ ხმარობს,შესაძლოა, საშუალება მოგვეცეს, სადმე კარგ, მისაღებ ფასებში ვიშოვოთ. ამ თემაზე მუშაობა 24 – საათიან რეჟიმში მიდის”, – განაცხადა იობაშვილმა.

1695643600

საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობა გააქტიურდება, რაც მნიშვნელოვანია...

აღნიშნული კომპონენტის შესახებ დღეს ელექტროენერგიის გენერაციის კომპანიების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს და შეკითხვებს უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.„ამ პროგრამით გააქტიურდება მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოში, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე, მეორე მხრივ კი იქმნება დამატებითი დოვლათი, სამუშაო ადგილები და შემოსავლები ქვეყანაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოში ერთი პროექტი უკვე დაინიცირდა. მინისტრის პირველი მოადგილის პროგნოზით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ათეული პროექტი იქნება განხორციელებული."ბიზნეს უნივერსალის" მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით. მცირე ენერგეტიკის გარდა, „ბიზნეს უნივერსალის" პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინდუსტრიული დარგი, სასტუმრო ინდუსტრია, ბალნეოლოგიური კურორტები, ტურისტული სერვისები, აგრო და ეკოტურისტული ინდუსტრია.