ეკონომიკის ზრდა სახელმწიფოს აძლევს მეტი მოქნილობის საშუალებას რეფორმების განხორციელებაში. ეს კი ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო პროგრამებს ქვეყანაში,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ თანმიმდევრულ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველას მოგეხსენებათ თუ როგორი რთული იყო პანდემიის პერიოდი ეკონომიკისთვის, თუმცა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა მალე დაიწყო. 2021 წლის გაზაფხულიდან ეკონომიკის ყველა სექტორში უკვე იყო დაფიქსირებული გაჯანსაღების ტენდენციები.

აღნიშნული ზრდა, დიდ წილად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვამ და შემოდინებული კაპიტალის გამოყენებამ განაპირობა, რაც ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემოს არარსებობის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს, რა თქმა უნდა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგია“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.