ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ბაზრების დივერსიფიცირება. დავიწყეთ იმით, რომ მაქსიმალურად მოვშორებულიყავით იმ სტანდარტულ და ტრადიციულ ბაზარს, როგორიც არის რუსეთის ბაზარი და მაქსიმალურად ჩვენი ფერმერები და პროდუქცია გადაგვერთო ევროკავშირის ბაზარზე, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ძირითადად მცენარეების მიმართულებით გაიხსნა ბაზრები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე ჯერჯერობით ევროკავშირში დაშვება არ გვაქვს. ამისთვის უამრავი რეფორმა და მილიარდამდე თანხებია დასახარჯი.

500 მილიონი ბაზარი, რომელიც არის ევროკავშირი ჩვენთვის, ძალიან საინტერესოა. იზრდება და ევროკავშირი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და მან გადაუსწრო თურქეთსაც და რუსეთსაც. ასევე, ბაზრის დივერსიფიცირებისთვის 96 ქვეყანაში გადის ჩვენი აგროპროდუქტები. ევროკავშირში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია არის ღვინო, თხილი და კაკლოვანი კულტურები, მინერალური წყლები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.