სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტმა, „გლასიკამ“ (Glassica CJSC) საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტი დაიწყო.

საწყის ეტაპზე საქართველოში 3,5 ათასზე მეტი მინის ბოთლი გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ Glassica CJSC, რომელიც რეგისტრირებულია სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტად 2020 წლის ივლისში. HORN Glass Industries AG-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, გერმანული მინის დნობის ტექნოლოგიების სფეროში 125 წლიანი გამოცდილებით, სამრეწველო პარკის ტერიტორიაზე აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ფერად პროდუქტებს (კონტეინერები, ბოთლები).

გარდა შიდა გაყიდვებისა, კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის რუმინეთში, მოლდოვასა და საქართველოში Made In Azerbaijan ბრენდით. ამ ქვეყნებში 250 000-ზე მეტი ბოთლი გაიყიდა.

სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკი ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტოს კონტროლის ქვეშაა.

სანდრო პირველი