მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი სალონიკი - თბილისი - სალონიკის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას  იწყებს.

ფრენები 2023 წლის 22 მაისიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 15 მარტს მიანიჭა.