ბიზნესი
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპ...

პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის მშენებლობა მოიცავს 7,500 კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს პარკინგით, რომელიც აერთიანებს კომერციულ, საოფისე და საცხოვრებელ ფართებს. კომპლექსი უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს 2000 კვ.მ-მდე სარეკრეაციო ზონას.პროექტი 2024 წელს სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.„კოლოსი დიღომი“, დიდ დიღომში მდებარე თანამედროვე დაბალსართულიანი ელიტური კომპლექსია. ამ სივრცეს მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობა გამოარჩევს. მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც  გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს უმაღლეს ხარისხსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ. სამომავლოდაც ბაზისბანკთან პარტნიორობას ვგეგმავთ, და, ერთობლივი ძალებით, კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გაძლიერებას.“ - განაცხადა კოლოსი დიღომის დირექტორმა ამირან ანდღულაძემ.„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის და, მათ შორის, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ. 

1680251089

Porsche Driver Experience - პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში“

• ეკრანისა და მომსახურების ახალი კონცეფცია;• სრულიად ახლებურად ფორმირებული კოკპიტი;• საზომ ხელსაწყოთა ციფრული ბლოკის ახალი დიზაინი;• გვერდით მჯდომი მგზავრის ეკრანი, ვიდეოსტრიმინგის ფუნქციით;• დაკავშირების ოპტიმიზებული ფუნქციები.ახალი „კაიენის“ მსოფლიო პრემიერა 18 აპრილს შანხაის ავტოშოუზე შედგება. იმავე დღეს პორშე ახალ, ინოვაციურ კონცეფციას წარმოადგენს, სახელწოდებით Porsche Driver Experience, რომელიც სრულიად ციფრულ დისპლეის, მრავალმხრივ ინდივიდუალიზაციასა და ინტუიციურ მომსახურებასა მოიცავს. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, მძღოლის „სამუშაო მაგიდაა“ - მთავარი ელემენტები საჭის გარშემოა დაჯგუფებული და მძღოლი მართვის ახლებურ, კიდევ უფრო ინტენსიურ გამოცდილებას იღებს.ახალი „კაიენის“ კოკპიტზე გამოყენებულია სპორტული ელექტრომობილის, „პორშე ტაიკანის“ ელემენტები. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული დეტალები პორშეს შიგაწვისძრავიან მოდელში გამოიყენეს. ახალი კოკპიტი მოიცავს საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკს, რომელსაც ჩვენების ცვალებადი შესაძლებლობები აქვს, ასევე ახლებურად შემუშავებულ ცენტრალურ კონსოლსა და ახალი თაობის საჭეს. ავტომატიკის ბერკეტი ახლა საჭის მარჯვენა მხარესაა განთავსებული. ამ ცვლილებამ ცენტრალურ კონსოლზე მეტი სივრცე გააჩინა კლიმატკონტროლის რეგულირების დაფისთვის, რომელიც შავი პანელის სახითაა წარმოდგენილი.„კაიენის“ ახალი კოკპიტი მძღოლზე ორიენტირებული და ინტერაქციულია. მძღოლსა და მგზავრს ახალ „პორშე კაიენში“ სრულებით ახალი გარემო ელოდებათ.კიდევ ერთი სიახლე მგზავრისთვის განკუთვნილი სპეციალური ეკრანია, რომლის მეშვეობითაც ავტომობილთან და მძღოლთან თანამგზავრებს ახლებური ინტერაქცია ელოდებათ. 10,9-დუიმიან ეკრანს, რომელიც მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვისაა განკუთვნილი, მძღოლისთვის საქმის შემსუბუქება შეუძლია - მართავს ნავიგაციას, მუსიკას და ა.შ. აღნიშნული ეკრანი უსაფრთხოების მიზნით მიუწვდომელია მძღოლის სავარძლიდან. თანამგზავრს შეუძლია, საკუთარ ეკრანზე მხოლოდ თავისთვის ჩართოს სხვადასხვა ვიდეო, ფილმი და ა.შ.საზომ ხელსაწყოთა ბლოკი ახლა უკვე სრულიად ციფრულია და წარმოდგენილია 12,6-დუიმიანი ეკრანის სახით, რომელსაც თანამედროვე დიზაინი აქვს და ფილიგრანულად გამოიყურება. ამ ეკრანზე მძღოლს, კომპლექტაციების მიხედვით, 7-მდე სხვადასხვა დიზაინის დაყენება შეუძლია. ხედების მიხედვით, წინა პლანზე შეიძლება ჩანდეს ტაქომეტრი, ონლაინნავიგაცია, ღამის ხედვის ასისტენტი ან მართვის 3D ასისტენტი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კლასიკური, პორშესთვის დამახასიათებელი დიზაინის არჩევაც. ძრავის ამუშავების (დაქოქვის) ღილაკი საჭის მარცხნივაა განთავსებული, რაც პორშესთვის დამახასიათებელი შტრიხია.911-იდან აღებული საჭე ახალი „კაიენის“ შემთხვევაში მეტად მოდერნიზებულია. მულტიფუნქციურობასთან ერთად, ის სპორტული ვიზუალითაც გამოირჩევა.ახლა უკვე სერიულ კომპლექტაციაშიც ხელმისაწვდომია სვლის რეჟიმების ჩამრთველი საჭეზე, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივ, ოფროუდის, სპორტისა და სპორტ+-ის რეჟიმებს. საჭეზეა განთავსებული ახალი საეკრანო გადამრთველი და საქარე მინაზე პროეცირების სისტემის (Head-up-დისპლეის) მომსახურებაც.კლიმატკონტროლის რეგულირების შავი პანელი განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩევა და მისი მოხმარება სწრაფი, ინტუიციური და ესთეტიკურია. მაღალი გარჩევადობის 12,3-დუიმიანი ცენტრალური ეკრანი პორშეს კომუნიკაციების მენეჯმენტის (PCM) კონტროლის ცენტრია. მძღოლისთვის აქ ხელმისაწვდომია სვლისა და კომფორტის მრავალი ფუნქციის მართვა და რეგულირება, ასევე ონლაინნავიგაციისა და გასართობ-საინფორმაციო მულტიმედიასისტემის ფუნქციები.სპორტული შეგრძნება„პორშე კაიენი“ თავისი სეგმენტის სპორტქარია, რაც მის ინტერიერშიც გამოიხატება. სპორტული გარემო აქ დინამიკურ ფუნქციურობას, კომფორტსა და დიზაინის „კაიენისთვის“ დამახასიათებელ ელემენტებს ერწყმის. ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური კონსოლი და კარის შიდა ზედა ნაწილი სრულიად განახლებულია. პანელის ჰორიზონტალური ვიზუალი ინტერიერს კიდევ უფრო განიერ იერს აძლევს. ელეგანტური სავენტილაციო ჭრილები „კაიენისთვის“ დამახასიათებლად, ვერტიკალურადაა ფორმირებული. ჰაერის ყველა გამომშვები კოკპიტზე პირველადაა წარმოდგენილი სავენტილაციო ცხაურის გარეშე.მრავალმხრივი კავშირიპორშემ ახალ „კაიენში“ მულტიმედიური კავშირიც ახალ საფეხურზე აიყვანა. სმარტფონისთვის განკუთვნილია გაგრილებადი განყოფილება უსადენო დამუხტვის ფუნქციით. გაგრილების დამსახურებით დამუხტვის სიმძლავრე მაქსიმალურად ოპტიმალურია (15 ვატამდე). ინტეგრირებულია ონლაინმომსახურებები ინტერაქციის მეტი შესაძლებლობისთვის (ხმოვანი ბრძანებების სისტემა Siri).ახალ „კაიენში“, ორი USB-C-პორტი ინტერიერის წინა განყოფილებაშია, კიდევ ორი USB-C-პორტი კი - უკანა ნაწილში, ცენტრალურ კონსოლზე. USB პორტებს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს. წინა პორტები სმარტფონებს PCM-თანაც აკავშირებს. სმარტფონისა და ავტომობილის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის საკმარისია PCM-ში ნაჩვენები QR-კოდის სკანირება, რის შემდეგაც შესაძლებელია დაკავშირების მრავალი ფუნქციის გამოყენება, მათ შორის Apple CarPlay® და Android Auto®, ასევე ინტეგრირებული აპლიკაციების, როგორებიცაა Spotify® და Apple Music®.Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

1680176974

BAG ინდექსი: 2023 წელს ბიზნესი ინვესტიციების ზრდას გეგმავს

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს, კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 75% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. ვაჭრობის სექტორში - 64%, მომსახურების სექტორში - 63%, ხოლო მრეწველობის სექტორში - 45% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის წლიურ ზრდას.შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2022 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2023 წლისთვის.BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1680166002

"ას ჯორჯიას" დეველოპერული პროექტები მაღალი სეისმომედეგობით გამოირჩევა...

მისი თქმით, მცოცავი (ტუნელური) ყალიბის მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფს - მშენებლობის სიჩქარეს, მომავალი შენობის კონფიგურაციის თავისუფალ არჩევანს სტანდარტული ელემენტებისაგან დამოუკიდებლად, ნაკერების არარსებობას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სითბოს და ხმის იზოლაციას, ამცირებს შენობის საერთო წონას, ხელს უშლის ბზარების წარმოქმნას, ზრდის სტრუქტურების სიმტკიცეს და ხდის მათ უფრო საიმედოს და გამძლეს.როგორც მამუკა ქობალია აღნიშნავს, საქართველოში მცოცავი ყალიბის მეთოდით მშენებლობის ყველაზე მასშტაბური მაგალითია კომპანია „ას ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს 22-სართულიან მრავალბინიან კორპუსს.„ას ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია შემდგომი პროექტის - „პარკ ბულვარის“ მშენებლობა. "ეს იქნება ასევე 22 მაღალსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსისგან შემდგარი მოცულობითი სივრცე, კეთილმოწყობილი ეზოებით, რეკრეაციული ზონებით, მდინარე მტკვრის სანაპიროზე გაშენებული საფეხმავლო ბულვარით, საბავშვო და სპორტული მოედნებით, საფეხმავლო და საავტომობილო ინფრასტრუქტურით", - ამბობს ის.როგორც ქობალია აცხადებს, მოსახლეობას საშუალება ექნება ისიამოვნოს 8 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული მასშტაბური პარკით. „ას ჯორჯიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი საცხოვრებელი კომპლექსის ბინათმფლობელთა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს.მამუკა ქობალიამ დეტალურად აღწერა მცოცავი ყალიბის სტანდარტი. როგორც პროფესიონალი განმარტავს, ტუნელური ყალიბის შემთხვევაში კონსტრუქცია პრაქტიკულად ერთი მთლიანობაა."რკინაბეტონის სვეტების ნაცვლად, გვირაბის მსგავსი სპეციალური კონსტრუქციები დგას, ხოლო ტიხრებში და ყალიბის ზემოთ არსებულ სივრცეში მოთავსებულია ასაწყობი ფოლადის კონსტრუქციები. ამ კონსტრუქციების შეერთების შემდეგ ხდება მთლიანი იატაკის და ტიხრების ბეტონირება, რაც ბუნებრივია, კონსტრუქციის სიმტკიცის ძალიან მაღალ ხარისხს განაპირობებს.გარდა ამისა, საგულისხმოა ის ფაქტორიც, რომ სამშენებლო ტექნოლოგიაში გამოყენებული თანამედროვე და მაღალეფექტიანი ღონისძიებების ერთობლიობა მნიშვნელოვნად მოქმედებს კომპლექსის მაცხოვრებლების კომუნალური ხარჯების მინიმიზაციაზე, როგორებიცაა განსაკუთრებით გათბობა და კონდიცირება. ამ კომპონენტებზე დანახარჯები კი, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, კომუნალური ხარჯების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს", - ამბობს ქობულია.როგორც „ას ჯორჯიას“ მენეჯერი აღნიშნავს, გლობალური თვალსაზრისით, მცოცავი ყალიბის მეთოდის რეალური უპირატესობა თვალნათლივ წარმოაჩინა ახლახანს თურქეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემების თანახმად, მიწისძვრისას ნგრევას გადაურჩა და საცხოვრებლად ვარგისი დარჩა უკლებლივ ყველა მრავალსართულიანი კორპუსი, რომელიც თურქეთის დაზარალებულ პროვინციებში სწორედ მცოცავი ყალიბის მეთოდით იყო ნაშენები.ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრისას მამუკა ქობალიას მაგალითად, საფრანგეთი მოჰყავს, სადაც სადღეისოდ, თითქმის ყველა ახალი მიკრორაიონი, ქალაქებსა და დაბებში, აშენებულია სწორედ მცოცავი (ტუნელური) ყალიბის მეთოდით.

1680091927

BAG ინდექსი - დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარე...

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველ კვარტლებში კომპანიების 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.საგულისხმოა ასევე, რომ კომპანიათა უმრავლესობის განცხადებით, აღნიშნული ხელფასების ზრდა ძირითადად 0-20%-იან შუალედში მერყეობს.ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1680083053

საწვავის ფასი, ალბათ, კიდევ უფრო დაიწევს, ბუნებრივია, ეს ინფლაციაზე პო...

მიზეზები, თუ რამ გამოიწვია საწვავზე ფასის შემცირება შეიძლება, 3 იყოს. პირველი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების ტენდენციაა. “ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასი ბოლო 1 წელია დაახლოებით 26 %- ითაა შემცირებული. დღესაც რომ ვნახოთ ლონდონის ნავთობის საერთაშორისო ბირჟაზე რა ტენდენციაა – ბოლო 1 თვეში დაახლოებით 5%- ითაა შემცირებული.მეორე თემაა ის, რომ ხშირად საერთაშორისო ბაზარზე შემცირების ტენდენცია ყოფილა, მაგრამ საქართველოში ეს საწვავის ფასზე ნაკლებად ასახულა, გასულ წლებს ვგულისხმობ. ეს, ძირითადად, იმით მართლდებოდა, რომ ვალუტის კურსის მაღალი ცვალებადობა იყო, ანუ გაურკვევლობის მოლოდინი მაღალი იყო. მოგეხსენებათ, ლარის კურსიც მაშინ გაუფასურებისკენ იყო მიმართული.საწვავზე ფასის კლების მეორე ფაქტორი ლარის გამყარებაა. ვხედავთ, რომ ლარი გამყარებას კვლავ აგრძელებს. ბოლო ზაფხულიდან მოყოლებული უკვე 20 %- ითაა გამყარებული. მესამე ფაქტორია მთავრობის გადაწყვეტილება, კონკურენციის სააგენტოს აქტიური ჩართულობით ბაზრის კვლევა მომხდარიყო. არსებობდა გარკვეული ეჭვი, რომ შეიძლებოდა, კარტერულ გარიგებებს ჰქონოდა ადგილი. მოგეხსენებათ, კონკურენციის სააგენტომ ბაზარი გამოიკვლია და წინასწარი დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც, აღმოჩნდა, რომ აქ კომპანიები გაცილებით მაღალი მარჟით, მაღალი ფასნამატით ოპერირებდნენ.აქ საუბარი რაზეა: სამწუხაროდ, ჩვენთან მაინც ოლიგოპოლიური ბაზარია, რომლის მახასიათებელი ნიშანი კარტერული გარიგებაა. ოლიგოპოლიური ბაზრის ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, როდესაც საწვავის შემომტანიც, დისტრიბუტორიც და საცალო ქსელში გამყიდველიც ერთი და იგივე ჰოლდინგური ჯგუფია. ბაზრის ოლიგოპოლიზაცია ერთერთი მთავარი პრობლემაა, რაც კონკურენციის სააგენტოს დასკვნამაც დაადასტურა. დღეს მოცემულობა ისაა, რომ.ვასი კლებისკენაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ვნახეთ, ეს წელი დაიწყო იმით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა. შემცირდა ფასი საწვავზე.ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, ტრანსპორტის და პროდუქციის ფასებზე აისახება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე პირველად ინფლაცია ორნიშნა ნიშნულს ჩამოცდა და უკვე 8 %-მდეა შემცირებული, თებერვლის მონაცემს ვგულისხმობ. იმედია, ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე წლის პირველი ნახევრის ბოლოს მიუახლოვდება. ანუ წლის მეორე ნახევრისთვის უნდა გვქონდეს არა 8 % , არამედ დაახლოებით 5-6 %.რუსული ნავთობიც იაფდება. იგივე საერთაშორისო სანქციების გამო რუსები იძულებულები არიან, საწვავი მაღალი ფასდაკლებით გაყიდონ. ჩვენთან ბენზინი შემოდის ევროპის ქვეყნებიდანაც, რუსეთიდანაც. ყველგან ფასის კლების ტენდენციაა. ჩვენც ფასის კიდევ უფრო შემცირებას უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, როცა ლარია გამყარების ტენდენცია სახეზეა”- განაცხადა ცუცქირიძემ.

1679996646

BAG ინდექსი - სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნესის მთავ...

მათივე ცნობით, მიმდინარე კვარტალში, ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის გამწვავდა შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემაც, რომელიც წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.„სექტორებს შორის, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ხელისშემშლელ ფაქტორად, კვლავ მომსახურების და მშენებლობის სექტორები ასახელებენ, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით, მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესებულია.სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა მკვეთრად გამწვავდა მრეწველობის სექტორში, კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 51 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ამავე სექტორში ყველაზე ხშირად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემები დაფიქსირდა.გამოსაყოფია მშენებლობის სექტორი, რომლისთვისაც წინა კვარტლებში დასახელებული ხელისშემშლელი ფაქტორები მიმდინარე კვარტალში შემსუბუქდა, კერძოდ, 24 და 30 პროცენტული პუნქტებით შემცირდა სპეციალისტების ნაკლებობით და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით გამოწვეული პრობლემები.შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2023 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული ბიზნესის 61% საუბრობს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია წინა კვარტალთან შედარებით.შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1679992844

PSP - ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვ...

ჩვენ, კომპანია PSP-ს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების ფასწარმოქმნა კომპანიის მოგებაზე ორიენტაციით არ ხდება, ხშირ შემთხვევებში თვითღირებულებით მიგვიწოდებია ეს მედიკამენტები მომხმარებლისთვის მათი აქტუალობის და მწარმოებლის ძვირი ფასის გამო.ჯანდაცვის მინისტრმა 25 მარტის შაბათის ეთერში განაცხადა რომ: „ფასები გადამოწმდა იმპორტის ღირებულებებითაც და სამწუხაროდ 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირია საიმპორტო ფასთან შედარებით“ და რომ “1000 ლარიანი მედიკამენტი ….. მოულოდნელად 3000 ლარი გახდა”.მედიკამენტ აფინიტორის ღირებულება არა თუ 3-ჯერ გაიზარდა, არამედ მისი ღირებულება შემცირებულია 10% მდე.აღნიშნული მედიკამენტის იმპორტის ღირებულება 2022 წლის განმავლობაში 841,47 აშშ დოლარია და ლარში მისი თვითღირებულება იცვლებოდა იმპორტის თარიღის და მიმდინარე კურსის მიხედვით, შესაბამისად მისი თვითღირებულება ყოველთვის აღემატებოდა 1000 ლარს.თვალსაჩინოებისთვის ცხრილის სახით წარმოგიდგენთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებულ ფასებს და ინფორმაციას მედიკამენტის გაცემის შესახებ.წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, მარტივია დავინახოთ რომ 1 წლის განმავლობაში კომპანია PSP-მ კონკრეტული ერთი ონკოლოგიური მედიკამენტი სახელმწიფოს 15 616 ლარის ზარალით მიაწოდა.ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა, მომხმარებლის საჭიროებიდან და მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანიას არასდროს შეუჩერებია და არ შეაჩერებს მედიკამენტების შემოტანას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

1679925516

Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართვე...

გამარჯვებული ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. მათ შორის, მიმდინარე წელს ბანკების აქტივების ზრდა, მომგებიანობა, გეოგრაფიული მიღწევები, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება და ინოვაციური პროდუქტები. ასევე, გაითვალისწინეს შემდეგი სუბიექტური კრიტერიუმებიც: კაპიტალის და საკრედიტო რეიტინგის ანალიტიკოსების, საბანკო საქმის ექსპერტებისა და ინდუსტრიაში ჩართული სხვა პირების მოსაზრებები.„წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულები ის ბანკები გახდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი კლიენტების საჭიროებებს და რომლებმაც ძლიერი შედეგების მიღწევით  საფუძველი ჩაუყარეს მომავალ წარმატებას. ისინი  გონივრულად მართავდნენ თავიანთ აქტივებსა და ვალდებულებებს სწრაფად ცვალებად ფინანსურ გარემოში,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.„ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, Global Finance-მა საუკეთესოდ ბანკად დაგვასახელა საქართველოში და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. ჩვენი გუნდი  ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს, ეს აღიარება კი ამის ნათელი დადასტურებაა. თიბისისთან ერთად Global Finance-ის დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, ვფიქრობ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.ჟურნალი Global Finance-ი  1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.  გავლენიანი გამოცემა უკვე  36  წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.  Global Finance-ი  რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

1679919499

BAG ინდექსი: ბიზნესის შეფასებით საქართველოს ბიზნეს კლიმატი მცირედით გა...

კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები ერთიანდება ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.საგულისხმოა, რომ ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად ვაჭრობის სექტორმა შეაფასა. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს პირველ კვარტალში გაზრდილი გაყიდვები, რაც სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 39%-მა დააფიქსირა.რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 55.3 ქულა შეადგინა. სექტორებს შორის,  ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი  მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა. განსაკუთრებით საგულისხმოა მრეწველობის სექტორი, სადაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 27.5 ქულით არის გაუმჯობესებული.ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1679910160