ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სავადო თარიღებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა მიმდინარე წლის 31 მარტისთვის უნდა მოხდეს. ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა და გადახდა კი 1-ლი აპრილისთვის უნდა განხორციელდეს.

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი, მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა

https://www.youtube.com/watch?v=uJCpbfl-sEM

ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის

https://www.youtube.com/watch?v=nAPiB6jbChU

საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას

https://www.youtube.com/watch?v=zJoln7nFaME

საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას

https://www.youtube.com/watch?v=Y0inKNc6m7o

მცირე ბიზნესის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია იმ შემოსავალზე, რომელზეც არ ვრცელდება სპეციალური (მცირე ბიზნესის) დაბეგვრის რეჟიმი

https://www.youtube.com/watch?v=b8YMt5WFWhg

ვიდეო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ https://rs.ge/VideoInstructions

გზამკვლევები იხილეთ აქ https://rs.ge/brochures

ხშირად დასმული კითხვები:

ფიზიკური პირებისთვის

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1HYPERLINK "https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1"&HYPERLINK "https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1"tab=1

იურიდიული პირებისთვის

https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1HYPERLINK "https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1"&HYPERLINK "https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1"tab=1