საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ოფიციალურად გადმოეცა.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები, საქართველოსთან ერთად არიან აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა და ურუგვაი.

ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება და ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა.