უცხოელმა გიდებმა ქართველები შეავიწროვესო და პარლამენტი კანონს ღებულობს გიდების შესახებ, რომლის მიხედვით მოხდება ამ სფეროში შეზღუდვების დაწესება. - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“უცხოელმა გიდებმა ქართველები შეავიწროვესო და პარლამენტი კანონს ღებულობს გიდების შესახებ, რომლის მიხედვით მოხდება ამ სფეროში შეზღუდვების დაწესება. ამას ხომ სჭირდება “პატრიოტულ-სენსიტიური” შეფუთვა და როგორც იციან ხოლმე, გამოიგონეს შესაბამისი ფაბულა-თურმე გიდები რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ და ჩვენს ისტორიას აყალბებენ.

მთლად “გარეჯი საქართველოამდე” ვერ ქაჩავს, მაგრამ ესეც საკმარისია ჩვენი მგრძნობიარე გულებისათვის.ქვეყანა, რომელიც უახლოეს მომავალში ათ მილიონ ტურისტს ელოდება, ამ სისულელითაა დაკავებული. რა დონემდე მივა “ქართული ოცნება” თავისი მავნებლობებით, ჯერ კიდევ ვერ მივმხდარვათ თურმე. - წერს რომან გოცირიძე.