ახალი ამბები
მრავალბინიანი საცხოვრებელი მაღლივი შენობის ავტოსაშხეფი სისტემის დაყენე...

მთავრობის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტექნიკური სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დეველოპერული და სამშენებლო პროფილის მქონე კომპანიებთან კონსულტაციები.საგულისხმოა, რომ წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები ერთხმად აღიარებენ, რომ ნორმატიული აქტის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ რეალურ მოცემულობას, მეტიც, მისი დანერგვა უთუოდ გამოიწვევდა გაუთვალისწინებელ „გვერდით მოვლენებს“ და ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ დეველოპერულ საქმიანობაზე, არამედ მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნიდა თავად ბინის მესაკუთრეებს.2023 წლის 23 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა ზემოხსენებულ წევრ კომპანიებთან შეჯერებული, არგუმენტირებული დასაბუთება.საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მადლობას უხდის შესაბამის სამთავრობო უწყებებს, ასოციაციის წევრ კომპანიებსა და პროცესში ჩართულ მხარეებს კონსულტაციებში აქტიური მონაწილეობისთვის.

1680256037

სომხეთმა და საბერძნეთმა სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

პროგრამა მოიცავს სპეცრაზმის, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების, კიბერ დანაყოფების, სამშვიდობო ძალების ერთობლივ წვრთნას და გამოცდილების გაცვლას.თანამშრომლობის ძირითადი კომპონენტი ასევე იქნება თანამშრომლობა ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს შორის.თანამშრომლობის გეგმა ადასტურებს ძლიერ სამხედრო კავშირებს სომხეთსა და საბერძნეთს შორის, აძლიერებს მათი შეიარაღებული ძალების ოპერატიულ შესაძლებლობებს, აღნიშნეს ათენში სომხეთის დიპლომატიური მისია.გიორგი არაბული

1680179348

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კონკურენციის შესახებ სას...

სასწავლო კურსი განკუთვნილია კონკურენციის სამართლის აღსრულებით, მათ შორის, ამ კუთხით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტებისათვის. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ კონკურენციის სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს. ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კარტელური გარიგებები და კონკურენციის შემზღუდველი სხვა სახის შეთანხმებები, კონცენტრაციების კონტროლი და კონკურენციის კანონმდებლობის სხვა ინსტიტუტები. ცალკე შეხვედრები დაეთმობა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში.კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 13 აპრილის 18:00 საათი.დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://bit.ly/3zjNtyE

1680177465

2022 წელს საქართველოში შობადობა 7.9%-ით შემცირდა

საქსტატის ცნობით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 37.4 პროცენტიდან 39.1 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა 35.6 პროცენტიდან 33.5 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 26.6 პროცენტი.ამასთან, უწყების კვლევის მიხედვით, 2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2 პროცენტიდან 26.5 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2 პროცენტიდან 69.6 პროცენტამდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლისა და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6 პროცენტიდან 4.0 პროცენტამდე გაიზარდა. 2022 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა.საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი, 14 124 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 715 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.2022 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2022 წელს 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.2 პროცენტი შეადგინა.გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 799 ერთეულით განისაზღვრა.ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.2022 წელს რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის – 31.9 წელს.ამასთან, 2022 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

1680167440

„თიბისი კონცეპტში“ ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი...

მათივე ცნობით, კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი "ხიდი: თბილისი - ციურიხი" მოიაზრებს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას შვეიცარიაში და პირიქით, შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას საქართველოში. ფესტივალი ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში ციურიხში გაიმართა, ახლა კი სარკისებრი პრინციპით თბილისში, შვეიცარიული პროგრამით ტარდება. პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ქსელის შექმნას.მათივე ინფორმაციით, 1-10 აპრილის პერიოდში ფესტივალი ქართველი პუბლიკის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება, რომელიც მოიცავს კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და მუსიკას. ფესტივალი 1 აპრილს ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენით აუდიო ვიზუალურ მუზეუმში, HOLOSEUM-ში გაიხსნება.„თიბისი“ კონცეპტისთვის კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა ყოველთვის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელს ვუწყობდეთ კულტურულ ძვრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. სწორედ ამიტომ, შვეიცარიულ ფესტივალთან თანამშრომლობით ხელოვნების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს და გვჯერა, რომ შვეიცარიული და ქართული კულტურის დიალოგი მომავალში გრძელვადიანი პარტნიორობის საწინდარია“ - განაცხადა „თიბისი“ კონცეპტის მარკეტერმა სოფო კიკვაძე.ინფორმაციის მიხედვით, „თიბისი“ კონცეპტი მუდამ მზადაა კულტურულ ფესტივალებს უმასპინძლოს და ქართულ აუდიტორიას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, ხელოვნების მიმართულებით არაერთი საინტერესო სიახლე გააცნოს. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბმულზე: conceptevents.ge; ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაცია კი არის შემდეგ ბმულებზე: https://www.zuerich-tbilissi.ch/ka/programm; https://www.facebook.com/Br%C3%BCcke-Z%C3%BCrich-Tbilissi-105806515159641

1680165207

კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: ეს არის ერთადერთი სახელმწიფ...

ფაქტი, რომ ეს დაწესებულება დღემდე არ გადაუციათ სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, მიანიშნებს, რომ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი კორუფციული სქემებით სურდათ ამ ობიექტის დაუფლება. (ყველას გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, რესპუბლიკური საავადმყოფო უფასოდ გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.)რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, თუ ძველი შეკეთდება, ის უნდა გადაეცეს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი, ანუ საბიუჯეტო სახსრების გარეშე, უზრუნველყოს ამ ობიექტის ახლიდან აშენება, ან მისი რენოვაცია, მოსახლეობის მაღალ დონეზე მომსახურება და კვალიფიციური ექიმების აღზრდა. ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.ფაქტი, რომ ეს საკითხი ათწლეულებია არ წყდება, მიანიშნებს არსებული ხელისუფლების უუნარობასა და უნიათობაზე, ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილში. თუმცა, რა გასაკვირია, როცა 10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, ფარმაცევტული სექტორი, ოფიციალურად, ათ წელზე მეტი ვითხოვდით მთავრობისგან და დღეს გვაყვედრიან, თითქოს ამ ერთი ფურცლის დაწერა მათი მონაპოვარია.  

1680099337

კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს

კომპანიის მიერ ოქროყანის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი შეძენილ იქნა 2018 წლის 30 მარტს. მშენებლობის ნებართვა გაიცა 2020 წლის 10 მარტს. სამშენებლო სამუშაოები კი „ვილა ოქროყანამ“ 2021 წლის 3 მარტს დაიწყო. ,,გორბი ევრაზია“, როგორც „ვილა ოქროყანას“ ერთ-ერთი პარტნიორი, პროცესში ჩაერთო 2021 წლის მაისში.აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიას თავიდანვე სურდა სასტუმროს აშენება, რაზეც თბილისის მერია არ დათანხმდა, მაგრამ გასცა კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა. რაკი მშენებლობის 2 წლიან ნებართვას ვადა გაუვიდა 2022 წლის 15 მარტს, ტერიტორიაზე ყოველგვარი სამუშაოები შეჩერდა.სამწუხაროდ, „ვილა ოქროყანა“ უკვე წელიწადზე მეტია ელოდება სასტუმროს მშენებლობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ნებართვას, რაც ტერიტორიის ზონირების გათვალისწინებითა და მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით ნებადართულია (საცხოვრებელი ზონა 1-დან გამომდინარე).გვსურს დავაზუსტოთ, რომ შეჩერებული მშენებლობა შეჩერებულ ინვესტიციას ნიშნავს; შესაბამისად, გულისხმობს ადგილზე დასაქმებულთა ანაზღაურების გადახდის შეჩერებასაც. დარწმუნებულები ვართ, ეს საკითხი კარგად ესმით პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებს და, ამდენად, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მათი მხრიდან დეზინფორმაციის ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება.

1679997036

„თიბისი კონცეპტი“ და გაზეთი „სამასსამოცდახუთი“, გაზეთის მესამე გამოცემ...

„წლევანდელი შეხვედრა ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორიაზე საუბარს დაეთმობა. ღონისძიება გაიმართება 1 აპრილს, 16:00 საათზე კ. მარჯანიშვილის 7-ში. 16:00 - ლაშა ბაქრაძე “ჟურნალ-გაზეთები საქართველოში XIX საუკუნეში”. 17:00 - ბელა წიფურია “1910-1920-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები” შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია!“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, ღონისძიებაზე მისულ პირებს დახვდებათ გაზეთ “სამასსამოცდახუთის” წლევანდელი გამოცემა, სადაც სახელოვნებო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ორმოცდახუთი ხელოვანის სტატიას გაეცნობიან.„ზოგიერთი მათგანი პირველად წერს გაზეთისთვის, ზოგი კი უკვე წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აღწერს დროის დინამიკაში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მათი სახელოვნებო პრაქტიკისა და საბოლოოდ - ნამუშევრებისთვის მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადამწყვეტიც კი აღმოჩენილა“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, გაზეთის დიზაინის ელემენტები შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტის, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) კომუნიკაციის დიზაინის მიმართულების სტუდენტებთან კოლაბორაციით. ავტორები: გვანცა ბლიაძე, ლიზი გიორგაძე. ხელმძღვანელი: მარიამ ზალდასტანიშვილი.გაზეთ "სამასსამოცდახუთი" მესამე გამოცემის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.“თიბისი კონცეპტი აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერას და მუდამ მზადაა თავის მულტიფუნქციურ სივრცეში უმასპინძლოს გამოფენებს, საინტერესო შეხვედრებს, სახელოვნებო დისკუსიებსა თუ პრეზენტაციებს”, - განაცხადა თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორმა, მარიამ წიქარიძემ.

1679993079

მოქალაქის თქმით, ავარიისას ავტობუსის მცირედ დაზიანების გამო, 9861 ლარი...

„დღეს მომივიდა შეტყობინება ავტობუსზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9861,34 ლარი, უბრალოდ გაოგნებული დავრჩი.  1 თვის წინ შუქნიშანზე გავჩერდი ამ ავტობუსის უკან, აინთო მწვანე დაიძრა ავტობუსი დავძარი ავტომობილი მეც და იმწამსვე გააჩერა და უკანა ბუფერზე 3 კილომეტრი სიჩქარით უბრალოდ მივედე, მძღოლმა მითხრა ჩემწინაც გააჩერაო ვიღაცამო რა ჩემი ბრალიაო, კარგი კიბატონო ჩემი ბრალია თუმცა გასაგები მომენტია რადგან დაძრა და გააჩერა ეგრევე, პატრულმა დამიწერა ავარიის გამო ჯარიმა, უფრო მთავარი მერეა შეხედეთ სურათებს დაზიანება ჩანს, მხოლოდ შუა ნაწილია ბუფერის ოდნავ შეღუნული, კარგ ხარისხიან სერვის ცენტრში ამის გაკეთება მაქსიმუმ რამდენი უნდა დაჯდეს 500 ? 700 ? 1000 თქვი ყველაზე მეძვირესთან, თავად ნაწილი სულ ახალიც არეღირება 1000 ლარი და მომდის შეტყობინება 9861 ლარი გადაიხადე თუარადა გიჩივლებო, მადლობა თბილისის მერია ასე რომ ექცევით მოქალაქეებს, ყველაზე უკანასკნელი ვიღაცა დამპალი სულის ხელოსანი ქვეყანაში ამსაქმეში თუ 200 ლარს მოგვატყუებს და მოგვიმატებს თქვენ 8000 ლარს გვატყუებთ და გვიმატებთ, თუარგადაიხდი გიჩივლებო ამასაც მყისიერად ამატებთ, უსისხლო ხალხი ხართ, ეს არის სუფთა გამომძალველობა, სახელმწიფოსგან ოფიციალური რეკეტი, გილოცავთ ხალხნო ყველაზე უნამუსო ყაჩაღი და გამომძალველი სახელმწიფო გვაზის თავზე, ბრავო !  გააზიარეთ ნახოს ყველამ რასთან გვაქ საქმე ! ავტობუსს ახლოს არგაეკაროთ თორემ გაგპარსავენ კიარა ვისააქვს საერთოდ 10 000 ლარი და უდევს, პატარა 200 ლარიანი ზიანის გამო 10000 ლარს მიგატანინებენ, ვალებს აგაღებინებენ, რა ენაღვლებათ, ესარის ყაჩაღობა მეტი არაფერი ! ამქვეყანას სახელმწიფო რომ ერქვას უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა, მიაკითხოს კომპანიას და ნახოს ერთი რა დაუჯდა ამ პატარა ზიანის გამოსწორება რომელიც არ აღემატება 200 ლარს და რატო ითხოვს სანაცვლოდ 10 000 ლარს !“- წერს მამუკა კოწოწაშვილი.

1679921898

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად იმისა, რომელი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება იგი, მათ შორის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის და საწარმოთა ქონების/მოგების გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენაhttps://www.youtube.com/watch?v=uJCpbfl-sEMინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვისhttps://www.youtube.com/watch?v=nAPiB6jbChUსაგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისასhttps://www.youtube.com/watch?v=zJoln7nFaMEსაგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისასhttps://www.youtube.com/watch?v=Y0inKNc6m7oმცირე ბიზნესის მიერ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია იმ შემოსავალზე, რომელზეც არ ვრცელდება სპეციალური (მცირე ბიზნესის) დაბეგვრის რეჟიმიhttps://www.youtube.com/watch?v=b8YMt5WFWhgვიდეო ინსტრუქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ https://rs.ge/VideoInstructionsგზამკვლევები იხილეთ აქ https://rs.ge/brochuresხშირად დასმული კითხვები:ფიზიკური პირებისთვისhttps://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1HYPERLINK "https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1"&HYPERLINK "https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1"tab=1იურიდიული პირებისთვისhttps://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1HYPERLINK "https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1"&HYPERLINK "https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1"tab=1

1679917455