ახალი ამბები

სხვა სიახლეები
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უ...

ნიკა ყოჩიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალური დირექტორი: „ეს შეთავაზება უპრეცედენტოა - ასეთი ფასი „ვოლვო ქარ საქართველოში“ აქამდე არასოდეს გვქონია. გასულ წელს XC90 170 000 ლარი ღირდა, XC60 კი - 130 000 ლარი, ანუ ფასდაკლება დაახლოებით 15%-ია. აქცია ჩვენს ორ ფლაგმან მოდელზე გამოვაცხადეთ, რომლებიც გაყიდვებში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს. მაქსიმალურად ვეცადეთ, საუკეთესო ფასი დაგვედგინა და ამავდროულად მომხმარებლისთვის ისეთი კომპლექტაციები შეგვეთავაზებინა, რომლებიც კომფორტთან ასოცირდება - მაგალითად, სავარძლების გათბობა და პანორამული ჭერი. გვინდოდა, ამ შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ ავტომობილი უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ამასთანავე, აქციას დამატებითი პირობები არ აქვს - მომხმარებელს შეუძლია, უბრალოდ მოვიდეს და ავტომობილი ახალ ფასად შეიძინოს“.XC60 საშუალო ზომის SUV-ია, XC90 კი - შვიდადგილიანი დიდი SUV, რომელიც უპირველესად დიდ ოჯახებზეა გათვლილი. ორივე მოდელი B5 ძრავით, მსუბუქი ჰიბრიდის (Mild Hybrid) ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.ავტომობილის შეძენა ლიზინგის  მეშვეობითაც შესაძლებელია. „ვისაც არ სურს თანხის ერთიანად დაფარვა, შეუძლია, ლიზინგის საშუალებით ყოველთვიურად გადაანაწილოს, თვეში 2 300 ლარიდან“, - განმარტავს ნიკა ყოჩიაშვილი.შეთავაზებაზე „ტრეიდ-ინიც“ ვრცელდება - მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ძველი ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოში“ მიიყვანოს, კომპანიას შეაფასებინოს და ღირებულების შესაბამისი თანხა ახალი Volvo-ს შესაძენად გამოიყენოს.ავტომობილებზე მოქმედებს 3-წლიანი ან 100 000 კილომეტრის გარანტია, რომლის გახანგრძლივებაც მომხმარებელთან ინდივიდუალური შეთანხმებით არის შესაძლებელი.სპეციალური შეთავაზების პარალელურად, „ვოლვო ქარ საქართველო“ სააქციო მოდელების კონკრეტულ კომპლექტაციებზე მომხმარებელს Volvo 365-ს სთავაზობს. ეს უნიკალური პროდუქტი ახალი Volvo-ს მფლობელს შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს.თამარ ზოზიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის - ყოველდღიურ ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა“.პროდუქტის სახელწოდება „360+5“ იდეას ეფუძნება: 360 მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, 5 - ძირითად ბენეფიტებს, რომლებითაც მძღოლები ისარგებლებენ, 365 კი სიმბოლურად წლის თითოეულ დღეს აღნიშნავს.შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას - 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის მოვლას შვედი მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს. მყიდველები ასევე მიიღებენ სეზონური საბურავების კომპლექტს, რომელიც ნებისმიერი ამინდის პირობებში მართვის უსაფრთხოებასა და საიმედოობას უზრუნველყოფს. Volvo 365-ის ნაწილია 1 500-ლიტრიანი საწვავის პაკეტი და ერთწლიანი დაზღვევა, რომელიც ავტომობილის მფლობელს გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან იცავს.XC60-სა და XC90-ზე უპრეცედენტო ფასები ნოემბრის ბოლომდე მოქმედებს და სააქციო ავტომობილების შეზღუდულ რაოდენობაზე ვრცელდება. ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს მოდელების მახასიათებლების ადგილზე გაცნობა „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში, უნივერსიტეტის ქუჩა N6-ში შეუძლიათ.--„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე ელექტრული ავტომობილები და შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

1793884140

ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქ...

აქციის ფარგლებში Boxette-ის მეშვეობით გამოგზავნილი ამანათის 1 კგ-ის ღირებულება 7.50 დოლარის ნაცვლად 6.50 დოლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.ამანათების გაგზავნა შესაძლებელია ბოქსეტის შემდეგ მისამართებზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში: 2609 E 14th St, Brooklyn, NY 11235 1923 McDonald Ave, Brooklyn, NY 11223 3065 Brighton 2nd St, Brooklyn, NY 11235 ინფორმაციისთვის, აღნიშნული მისამართები Postman Joe-ს ლოკაციებზეა განთავსებული, რაც მომხმარებლებს ფილიალების მარტივად მოძებნაში დაეხმარება.შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Boxette-ის ვებგვერდს.

1793883900

ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპა...

მასშტაბური თაღლითობაც სწორედ დუბაის, ლუგანოს (შვეიცარია) და ლონდონს შორის განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს უკავშირდება. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში. მათ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელის მოხდის შემდეგ ბრალდებულებს, ასევე, შვეიცარიიდან გაძევება დაეკისრათ.ეს არის განაჩენი, რომელიც ხუთშაბათს მოსამართლე ამოს პაგანამენტამ გამოაცხადა დაახლოებით 60 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (74 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საერთაშორისო თაღლითობის საქმეზე. აღნიშნული თანხიდან დაზარალებულისთვის მხოლოდ 10 მილიონი ფრანკის დაბრუნება მოხერხდა.შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში საქმიანობდა საქმის მთავარი ბრალდებული — 60 წლის იტალიელი ფინანსური კონსულტანტი, რომელსაც ერთ-ერთი სხვა ბრალდებულის, 51 წლის ირანელის ადვოკატმა „გაყალბების ლეონარდო და ვინჩი“ უწოდა. მესამე ბრალდებული 51 წლის ბელგიელია.როგორ განხორციელდა თაღლითობა? შვეიცარული მედიის ინფორმაციით, თაღლითური სქემა 2022-2024 წლებში ლუგანოს, დუბაის, ლუქსემბურგისა და ლონდონის გავლით მოქმედებდა. მის მახეში გაება შეძლებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც დუბაიში ცხოვრობდა.საქმის მასალების მიხედვით, ქართველს სურდა საკუთარი ქონების გადატანა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქიდან ევროპაში, რომელსაც უფრო უსაფრთხო ადგილად მიიჩნევდა.ამის შემდეგ მისმა ერთ-ერთმა ირანელმა ნაცნობმა მას იტალიელი ფინანსური მმართველი გააცნო. იტალიელმა მას ლუქსემბურგში დაფუძნებული საინვესტიციო სტრუქტურა შესთავაზა, სადაც მესამე ბრალდებული, ბელგიელი ბიზნესმენი საქმიანობდა.თუმცა, ფულის საბოლოო დანიშნულების ადგილი ლონდონში არსებული ფონდი აღმოჩნდა.საქართველოს მოქალაქეს ეგონა, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე ამ ფონდს თავად აკონტროლებდა. სინამდვილეში კი დოკუმენტები ყალბი იყო და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო შექმნილი.ბრალდების მხარის მტკიცებით, სამივე ბრალდებული ამ თანხას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებდა.წყარო: primetime.ge

1793881760

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება.ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის: მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკიდან გადადის ბიზნეს მობაილბანკში და ააქტიურებს ნაკრებს.  მომხმარებელი, რომელიც უკვე სარგებლობს ბიზნესმობაილბანკით, პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან ააქტიურებს ნაკრებს. ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც  2026 წლის 31 დეკემბრამდე გაიაქტიურებენ ბიზნესნაკრებს, პირველი 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ პროდუქტით.ბიზნესნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/business-subscriptions/for-individuals

1793881324

ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბ...

ვლადიმერ ჭინჭარაული ქართველი პარამსროლელია, რომლის წარმატებაც 12 წლის თავდაუზოგავ შრომას ეფუძნება. მთელი ამ წლების განმავლობაში მას ერთი მიზანი ჰქონდა: პარალიმპიური მედალი საქართველოსთვის.2024 წელს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, ეს მიზანი აღსრულდა. ვლადიმერმა 50 მეტრზე შაშხანიდან სროლაში, R9 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.ეს იყო მომენტი, როდესაც 12 წლის შრომამ შედეგი გამოიღო და ვლადიმერი მსოფლიოს საუკეთესო პარამსროლელებს შორის აღმოჩნდა.თუმცა ვლადიმერი აქ გაჩერებას არ აპირებს. მისი შემდეგი მიზანი 2028 წელს, აშშ-ში გასამართ პარალიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და ასპარეზობაა. „დანებებას არ ვაპირებ“, - ეს მისი კრედოა.მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.ჩემპიონები მზად არიან.ახლა ბრენდების ჯერია.

1793879083

"საქართველოს მელიორაციის" დელეგაცია პორტუგალიაში წყალმომხმარებელთა ასო...

ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი წყალმომხმარებელთა ასოციაციების საქმიანობისა და მათთვის საირიგაციო სისტემების მართვის გადაცემის პორტუგალიური პრაქტიკის გაცნობა იყო. მიღებული გამოცდილება საქართველოს სამელიორაციო სექტორის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებას დაედება საფუძვლად.პორტუგალიაში წყლის რესურსების მართვისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვისთვის თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიები გამოიყენება. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს წყალმომხმარებელთა ასოციაციები ასრულებენ. ქვეყანაში სულ 40 ასეთი გაერთიანება ფუნქციონირებს.პორტუგალიის შესაბამის უწყებებსა და წყალმომხმარებელთა ასოციაციების ეროვნულ ფედერაციასთან გამართულ სამუშაო სესიებზე ადგილობრივმა სპეციალისტებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრებზე ასევე განიხილეს ფერმერთა როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყლის დროულად და სათანადო მოცულობით მიწოდებას, წყლის დეფიციტის მართვის პრაქტიკას, ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვასა და წყლის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას. მონაწილეებმა ასევე განიხილეს მცირე წყალსაცავების გამოყენების შესაძლებლობები და მათი მნიშვნელობა წყლის რესურსების მართვისა და საირიგაციო სისტემების სტაბილური მუშაობისთვის.ვიზიტის პრაქტიკული ნაწილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დათვალიერებას დაეთმო. დელეგაციის წევრები გაეცნენ სატუმბი და წყლის გამანაწილებელი ნაგებობების მუშაობას და ეწვივნენ ალკევას კაშხალს. მის მიერ შექმნილი წყალსაცავი დასავლეთ ევროპაში უდიდესი ხელოვნური წყალსაცავია.ვიზიტმა ქართულ დელეგაციას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფუნქციონირებისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის პორტუგალიური მოდელის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მისცა. დელეგაციის წევრები საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გამოცდილებასაც გაეცნენ.

1793876379