DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > მზადება მომდევნო კრიზისისთვის

მზადება მომდევნო კრიზისისთვის


5 ნოემბერი 2009. : merabi
აშშ-ს მთავრობამ უკვე იპოვა ისინი, ვინც მომდევნო ფინანსური კრიზისის შემთხვევაში თავისი ჯიბიდან გადაიხდის ყველაფერს. გასულ კვირას კონგრესში მსხვილი ფინანსური "ფიგურების" როლის გაზრდის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა. პროექტის თანახმადა, ბანკები და მსგავსი სტრუქტურები, რომლებიც მინიმუმ 10 მლრდ. დოლარის ოდენობის აქტივებს ფლობს, ვალდებულნი იქნებიან კომპანიის გადარჩენისთვის თანხა გადაიხადონ, რადგან ამ კომპანიების კოლაფსმა შესაძლოა მთელი ფინანსური სისტემის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
ეს კანონპროექტი გლობალური ფინანსური კრიზისის განმეორების თავიდან აცილების საკმაოდ პრევენციულ ზომად ითვლება. 2008 წლის შემოდგომაზე მთავრობა იძულებული გახდა პრობლემური საბანკო აქტივების გადასარჩენად სპეციალური პროგრამა შეემუშავებინა, რაც ხაზინას 700 მლრდ. დოლარი დაუჯდა.
არსებული კანონპროექტი ასევე აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ანტიკრიზისული უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლითაც ის გასულ წელს საკმაოდ აქტუალურად სარგებლობდა. კერძოდ, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ სადაზღვევო გიგანტის AIG–ის გაკოტრებისგან გადასარჩენად ათობით მილიარდი გამოყო.