DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > აშშ-მ 98 მილიარდერი დაკარგა
აშშ-მ 98 მილიარდერი დაკარგა8 ოქტომბერი 2009. : merabi |
|
ამერიკელი მოლიარდერების ქონება და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც მცირდება. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას აშშ-ს 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი გვაძლევს, რომელიც ჟურნალ Forbes-ში გამოქვეყნდა. ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში 98 მილიარდერით ნაკლები ადამიანი დაფიქსირდა, ხოლო მათი ქონება ჯამში 1.57 ტრილიონიდან 1.27 ტრილიონამდე შემცირდა. მდიდარი ადამიანების შემოსავლების კლების მთავარ მიზეზად გამოცემა ფინანსური კრიზისის ხანგრძლივობას, უძრავ ქონებაზე ფასების კლებას, ფინანსურ მაქინაციებს და მდიდარი ადამიანების განქორწინებებს უკავშირებს. Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ითვლება. მისი შემოსავლების 60%-ი მიმდინარე წელს მან თავისი ინვესტიციების მეშვეობით მიიღო, რომელიც მან სასტუმრო Four Season-ში, მექსიკურ მედიაკორპორაცია Televisa-სა და საავტომობილო გაყიდვების ქსელში AutoNation-ში დააბანდა. ახლა მის ანგარიშზე, ჯამში, 50 მლრდ. დოლარი ირიცხება, რაც გასულ წელთან შედარებით 7 მლრდ.-ით ნაკლებია. "ვერცხლის მედალი" და ამ შემთხვევაში მეორე ადგილი საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა დაიკავა. ბაფეტმა და სხვა ინვესტორებმა ქონების ნაწილი საფონდო ინდიკატორების კლების გამო დაკარგეს. ამას გარდა, მათმა უმრავლესობამა ფული უძრავ ქონებაში დააბანდეს, რომლის ფასიც აშშ-ს ბაზარზე 40%-ით დაეცა. ამის გამო Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელის ქონებამ 10 მლრდ.-ით იკლო და ახლა 40 მლრდ.-ის მფლობელია. "ბრინჯაოს მედლის" მფლობელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანი - Oracle-ის პრეზიდენტი, ლოურენს ელისონსი ხდება. მას 27 მლრდ. დოლარი აქვს. "ოქროს ათეულში" ის ერთადერთია, რომელსაც ბოლო წლის განმავლობაში არცერთი თეთრი არ დაუკარგავს. სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ Dell-ის დამფუძნებელი მაიკლ დელი და Microsoft-ის თანამფლობელი პოლ ალენი, რომლებიც 2008 წელს, შესაბამისად, 11-ე და 12-ე ადგილებს იყოფენ. Dell-მა ბოლო წლის განმავლობაში 2.8 მლრდ. დოლარი დაკარგა, ხოლო Microsoft-მა 4.5 მლრდ. დოლარი. ასევე სერიოზული ზარალი ნახეს სამორინეების მაგნატმა კერკ კერკორიანმა და Rent-A-Car-ის ხელმძღვანელმა ჯეკ ტეილორმა. მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებულ მილიარდერი ბანკირი ენდრიუ ბილი გახდა, რომელმაც შემოდგომაზე გაცემულ სასესხო ვალდებულებებზე პროცენტის გაზრდით თავისი ქონება თითქმის გააორმაგა. მიმდინარე წელს Forbes-ის რედაქციამ გადაწყვიტა რეიტინგში მოხვედრის პირობები შეემსუბუქებინა. თუკი ადრე მასში მხოლოდ ის მილიარდერები ხვდებოდნენ, რომელთა ქონება 1.3 მლრდ.-ს აჭარბებდა, მიმდინარე წელს ეს თანხა 350 მლრნ. დოლარამდე შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამერიკელი მილიარდერების რაოდენობა 489-დან 391-მდე შემცირდა. Forbes-ის რეიტინგის ავტორის, მეთიუ მილერის განცხადებით, მდგომარეობის დრამატიზება საჭირო არაა, მაგრამ ამ სიის წარმომადგენლებზე რამდენიმე ათასეული ადამიანის ბედია დამოკიდებული: `თუ ეს ადამიანები კარგავენ ფულს, მაშინ თითუელი ჩვენგანი რაღაც კუთხით უფრო ღარიბდება". ექსპერტების აზრით, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგმა ხასიათი არ უნდა გაგვიფუჭოს, რადგან წარმატებული მესამე კვარტლის მეშვეობით, მილიარდელები დანაკარგის ანაზღაურებას უკვე მომავალი წლის პირველ ნახევარში მოახერხებენ. |