DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > აბრამოვიჩის "დაბნელება"

აბრამოვიჩის "დაბნელება"


14 ნოემბერი 2008. : vale
ლონდონის სამეფო სასამართლომ რუსი ოლიგარქის, ჩუკოტკის პარლამენტის სპიკერის რომან აბრამოვიჩის ქონების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა-მდიდრული იახტა, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, საცხოვრებელი სახლი კოლორადოს შტატის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სანკტ-პეტერბურგში XVIII საუკუნის კარ-მიდამო, სახლი მოსკოვში, სადაც ცკ-ს ყოფილი გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი ცხოვრობდა, ვილები სარდინიასა და სენ-ბარტის კუნძულზე კარიბის ზღვაში. ექსპერტთა აზრით, ამ სიის გამოქვეყნება აბრამოვიჩის იმიჯს სრულებითაც არ დააზარალებს.
აბრამოვიჩის უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ სია 34 გვერდს მოიცავს. ის მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბიზნესმენმა შალვა ჩიგრინსკიმ კომპანია "იუგრანეფტის" გამო მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სარჩელი 35 მლრდ. ფუნ სტერლინგს ეხება. საჩივარი ლონდონის სასამართლოში იქნა შეტანილი. სასამართლომ უარი თქვა მიეღო სარჩელი იმ მიზეზით, რომ აბრამოვიჩი არ ცხოვრობს ლონდონში. ამის დასამტკიცებლად კი სასამართლოს აბრამოვიჩის ქონების შესწავლა მოუხდა. შეისწავლა კიდეც და ბრიტანულ გაზეთ თჰე უარდიან-ის წყალობით დღის სინათლეც იხილა. გაზეთის ცნობით, აბრამოვიჩი არსებული უძრავ-მოძრავი ქონებით არ კმაყოფილდება და მალე გერმანიაში მისი ახალი იახტა "დაბნელება" იხილავს მზის შუქს. იახტის სიგრძე 200 მეტრია. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა იქნება.