DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა
მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა15 ივლისი 2009. : merabi |
|
როგორც ჩანს, ბანკირებს წარსული გამოცდილება დაავიწყდათ - ისინი ისევ რისკავენ
ფინანსურ სექტორში ამინდის ცოტაოდენი გამოსწორების შემდეგ, ზოგი ბანკი თავის კრიზისამდელ მდგომარეობას, მეთოდებსა და ბიზნესის გაძღოლის ჩვეულებებს დაუბრუნდა. ეს ტენდენცია ცენტრალურ ბანკებსა და პოლიტიკოსებს სერიოზულად აღელვებთ. "მოსალოდნელი იყო ის, რაც ახლა ხდება. ვიცოდით, რომ ბანკირებს მეხსიერება დიდ ხანს არ გაჰყვებოდათ,"- განაცხადა შვეიცარიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟან-პიერ როტმა. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის ალისტერა დარლინგის განცხადებით, თუ ბანკები თავიანთ ძველ მეთოდებს დაუბრუნდებიან, ეს კატასტროფა იქნება. მისი განცხადებით, "ის ღრუბლებიდან დედამიწაზე ჩამოსვამს ყველა იმ ბანკს, რომელიც ზედმეტად სარისკო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას." ამ შემთხვევაში ფინანსურ ზედამხედველობა არა მხოლოდ საბანკო სისტემის ტოპ-მენეჯერების ხელფასების გაზრდას, არამედ იმასაც გულისხმობს, რომ ბანკები ხშირად სარისკო საინვესტიციო ბანკინგს მიმართავენ. ისეთი ინსტიტუტების კულუარული ინფორმაციით, როგორებიცაა Goldman Sachs, Stanley, Credit Suisse და Deutsche Bank, მეორე კვარტლის მონაცემები ძალიან წარმატებული იქნება. Goldman Sachs თავისი 140 წლიანი ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგების მიღებას ვარაუდობს. ისიც, ისევე როგორც ყველა სხვა წარმატებული ბანკი, სარგებლობს იმით, რომ ბაზრიდან უამრავი კონკურენტი გაქრა. "მარჟები ახლა სამჯერ-ექვსჯერ იმაზე მაღალია, ვიდრე ადრე," - განაცხადა ერთ-ერთმა ინგლისელმა ბანკირმა. ციურიხში `ფენომენალური მდგომარეობის~ შესახებ საუბრობენ. იქ, სადაც ადრე ბაზარზე 15 ბანკი ფუნქციონირებდა, ახლა მხოლოდ 6-7 დარჩა. ბიზნესი არა მხოლოდ სავაჭრო სფეროში, არამედ კონსალტინგის სფეროშიც გამოცოცხლდა. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების განცხადებით, მეორე კვარტალში მათ კონსალტინგის ხარჯზე 1.7 მლრდ. დოლარი მიიღეს, მაშინ როცა პირველი კვარტლის მიხედვით, ეს მაჩვენებლი 800 მლნ. დოლარს არ აღემატებოდა. ასეთი მაჩვენებლების ფონზე, ბანკები ბაზარზე მათი წილის გაზრდის მცდელობით ახალ საფრთხეებს ქმნიან. სად არ ღირს ცხოვრება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგი თქვენი აზრით, რა ღირს დილა ტოკიოში? ავტობუსით სულ რამდენიმე გაჩერება მეტროსადგურამდე 3.25 დოლარი დაგიჯდებათ, გზაში ნაყიდი ჭიქა ყავა და დილის გაზეთი კი 11.70 დოლარი. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქია. აქ ფასები ნიუ-იორკთან შედარებითაც კი თითქმის 25%-ით მეტია. ტოკიოში, Mercer--ის 2009 წლის კვლევის - "მსოფლიოში ცხოვრების საფასური" - თანახმად, ცხოვრება ყველაზე ძვირი ღირს. აქ ცხოვრების საფასურმა 2008 წელთან შედარებით, როდესაც ის ანალოგიურ ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებდა, 13.1%-ით მოიმატა. იაპონიის დედაქალაქს ოსაკა და მოსკოვი მოჰყვება. ჩამონათვალში მეოთხე ადგილს ჟენევა იკავებს. მას შემდეგ, რაც რეიტინგი პირველად, 1994 წელს, გამოქვეყნდა, ტოკიო ყოველთვის სიის სამეულში შედიოდა ან ლიდერობდა მას. ოსაკა ათეულიდან მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს, ამოვარდა და მეთერთმეტე ადგილას გადაინაცვლა. ექსპერტების აზრით, სანამ იენი დოლართან მიმართებაში მყარია, იაპონიაში ყოველთვის სიძვირე იქნება. შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ უახლოესი ათი წლის მანძილზე იაპონია ასეთ ტენდენციას შეინარჩუნებს. მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების ხუთეული ასე გამოიყურება: ტოკიო – იაპონია; ოსაკა – იაპონია; მოსკოვი – რუსეთი; ჟენევა – შვეიცარია; ჰონკონგი – ჩინეთი; რეიტინგში ცვლილებები ვალუტის დოლართან მიმართებაში კურსის ცვლილებების შედეგია. ამის გამო ნიუ-იორკმა 22 ადგილიდან 14 ადგილით გადმოიწია და მე-8 ადგილზე განთავსდა. ლონდონმა მესამე ადგილი დათმო და 16 ადგილას გადაინაცვლა - ეს იმის გამო, რომ ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში 1.37 გაუფასურდა. ექვსი თვის წინ ფუნტი სტერლინგი 1.86 დოლარი ღირდა. "ცხოვრების გაძვირებაში კურსის ცვლილება ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს," - განაცხადა რებეკა ფაუერსმა, Mercer--ის კონსულტანტმა. ლონდონში ცხოვრება ახლა უფრო იაფია, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც ფუნტი სტრლინგი დოლართან მიმართებაში 1/2 იყო. კიდევ ერთი ცვლილება რეიტინგში დუბაისა და კარაკასს შეეხო. დუბაი, რომელიც შარშან 52 ადგილს იკავებდა, ახლა მე-20 ადგილზე გადმოვიდა, ხოლო კარაკასმა 89 ადგილიდან 15 ადგილზე გადმოინაცვლა. ეს იმის გამო მოხდა, რომ ორივე შემთხვევაში ეს ქვეყნები "მწვანე ვალუტაზე" მიბმულები აღმოჩნდნენ (კარაკასში ინფლაციის მაღალი დონეა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები იზრდება). mercer-მა, საერთაშორისო კონსალტინგურმა ფირმამ, მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების დასადგენად, 6 კონტინენტის ორასზე მეტ ქალაქში ორასზე მეტი დასახელების პროდუქტის ფასების ცვალებადობის დინამიკას დააკვირდა, მათ შორის უძრავ ქონებას (სახლი), ტანსაცმელი, საკვები, ტრანსპორტი და ა.შ. Mერცერ ნიუ-იორკს ათვლის წერტილად იყენებს და მასთან შედარებით ქალაქების არსებულ მდგომარეობას 100 ბალიანი სისტემით აფასებს. რეიტინგს იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის ქალაქები, მონტერეი, მექსიკა, ასუნსიონი და პარაგუაი ასრულებენ. ექსპერტები ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს აკრიტიკებენ ცხრა ივლისს ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკას ახალი სტიმულირება სჭირდება. ახლა მოქმედი ანტიკრიზისული პაკეტი ბაფეტმა "ვიაგრას" ნახევარ ტაბლეტს შეადარა. ეკონომისტების, ინვესტორებისა და რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილის განცხადებით, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა მიმდინარე წლის თებერვალში მოაწერა, არასაკმარისად ეფექტურია და დროა ხელისუფლებამ ეკონომიკაში ფულის ჩადინების ახალი ზომების მიღებაზე ზრუნვა დაიწყოს. ობამა რესპუბლიკური პარტიის იმ ექსპერტებსა და კრიტიკოსებს არ დაეთანხმა, რომლებიც აცხადებენ, რომ 787 მლრდ. დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი არაეფექტური და ქვეყნის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად არასაკმარისია. "ასი დღის განმავლობაში რეგულირების აქტმა (ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების შესახებ კანონი) ზუსტად ისეთი შედეგი გამოიღო, როგორსაც ველოდით," - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ბარაკ ობამამ კრიტიკოსების საპასუხოდ განაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი "ოთხი თვის განმავლობაში ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებაზე არც ყოფილა გათვლილი." აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მოსახლეობისთვის მიმართვისას განაცხადა. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მეშვეობით იმ ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ჯანმრთელობის დაზღვევა აქვთ, კომუნალური გადასახადები შეუმცირდათ. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტის მიღების საჭიროებას ვერ ხედავს. მოამზადა ირმა ზარნაძემ |