DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > მსოფლიოს პალატების ფედერაციის მე-6 კონგრესი

მსოფლიოს პალატების ფედერაციის მე-6 კონგრესი


20 ივნისი 2009. : merabi
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ჯემალ ინაიშვილმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს პალატების ფედერაციის მე-6 კონგრესის მუშაობაში, რომელიც გაიმართა ა.წ. 3-6 ივნისს მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის მსოფლიოს პალატების ფედერაციამ ა.წ. 3 ივნისს გახსნა თავისი მე-6 კონგრესი, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ტარდება. კონგრესი ჩატარდა სახელწოდებით: “მდგრადი ზრდა და ცვლილებები”.
კუალა-ლუმპურის საკონფერენციო ცენტრში გახსნის ცერემონიაზე 90 მეტი ქვეყნიდან 1000-მდე დელეგატის წინაშე სიტყვით გამოვიდა მალაიზიის პრემიერ მინისტრის მოადგილე ბატონი მუჰიდინ იასინი.
მსოფლიოს პალატების ფედერაცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის ნაწილია და მის მიერ ორგანიზებულმა კონგრესმა მსოფლიოს 14000-ზე მეტი სავაჭრო პალატა გააერთიანა და წარმოადგინა.
განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იყო სამი პლენარული სესია გლობალური ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით, დემოგრაფიული, მიგრაციისა და ინდუსტრიალიზაციის საკითხების ჩათვლით. ჩატარდა პლენარული სესიები კვების პროდუქტების, წყლის მარაგების და ენერგიის დეფიციტის საკითხებზე, აგრეთვე, გლობალურ ეკონომიკაზე კლიმატის შეცვლის ზემოქმედების საკითხზე.
ჩატარდა, აგრეთვე, 24 სემინარი სამი ძირითადი მიმართულებით: ბიზნესი, განვითარება და პალატებთან დაკავშირებული საკითხები. სემინარებზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალიზაციის ზემოქმედება მცირე და საშუალო საწარმოებზე, კორპორაციული მართვა, კონტრაფაქცია, ქალის მონაწილეობა ბიზნესში და სხვა.