DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > ნავთობზე მოთხოვნა ვარდნას განაგრძობს

ნავთობზე მოთხოვნა ვარდნას განაგრძობს


27 იანვარი 2009. : tamuna
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტებმა მიმდინარე წლის ნავთობის მოხმარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ თავიანთ პროგნოზს, გადახედეს. ისინი ნავთობის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას ვეღარ ხედავენ, რაც ერთი თვის წინ განაცხადეს. მათი აზრით, წინა წელთან შედაერბით ის კიდევ 0.6%-ით დაიწევს და დღეში 85,3 მლნ ბარელს შეადგენს. ნავთობზე მოთხოვნის მატება მხოლოდ ჩინეთში, ისიც 1.1%-ით, არის მოსალოდნელი. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნის ასეთი მკვეთრი ვარდნა, ასევე არსებული მსოფლიო ნავთობის მარაგი, ნედლეულზე დაბალ ფასებს ინარჩუნებს.
"ნავთობის მოხმარებასთან დაკავშირებული უარყოფითი დინამიკა შესაძლოა მომავალ წელსაც შენარჩუნდეს, რაც უკვე 26 წელია აღარ ყოფილა", _ გვაფრთხილებენ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტები ამ დღეებში გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ისინი მიმდინარე წელს 2008 წელთან შედარებით ნავთობის, დღეში 500 ათასი ბარელით, მოპოვების შესაძლო დაწევას მოელიან, ამ შემთხვევაში ნავთობის მოპოვება დღეში 85.3 მლნ. ბარელს შეადგენს. ერთი თვის წინ მათი პროგნოზი შედარებით ოპტიმისტური იყო. მათი განცხადებით მოთხოვნას დღეში 500 ათასი ბარელით უნდა მოემატა, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომლის თანახმადაც, 2009 წლის მეორე კვარტალიდან მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა გამოსწორდებოდა.
გასულ კვირას საკუთარ პროგნოზებს ოპეკ-მაც გადახედა. მიმდინარე წელს ნავთობის მოპოვება დღეში 20 ათასი ბარელით შეზღუდეს. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ წამყვან დასავლურ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება, ციფრებმა შესაძლოა კიდევ დაიწიონ.
"ნავთობზე ასეთი დაბალი ფასები მსოფლიო ნავთობის მარაგითა და ნედლეულზე მოთხოვნის შემცირებით აიხსნება", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვიტალი კრიუკოვმა. ძალიან მალე შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს და, შესაბამისად, ფასებმაც მოიმატოს. არ არის გამორიცხული, რომ მოხმარების მხრივ მას მხარდაჭერა აზიურმა სახელმწიფოებმა გამოუცხადონ, რომლებსაც კრიზისი ყველაზე ნაკლებად შეეხოთ.





რუსულ ბაზარზე რუბლის მაღალი მოთხოვნაა
გასული კვირის ბოლოს რუსეთის სავალუტო ბაზარზე ბანკებმა ცენტრალური ბანკისგან დაახლოებით ნახევარი ტრილიონი რუბლი იყიდეს, ხოლო ერთი კვირის განმავლობაში თანხის საერთო მოცულობამ ორ ტრილიონ რუბლს მიაღწია. ბანკების მხრიდან რუბლზე მაღალი მოთხოვნა მისი დევალვაციის შეჩერების მცდელობაა. ბანკებსა და მის კლიენტებს რუბლი უცხოურ ვალუტაში აქტიურად გადაჰყავთ. ანალიტიკოსების პროგნოზით, რუბლზე მოთხოვნა ბაზარზე მომავალ კვირასაც შენარჩუნდება.
წინა პარასკევს რუსულმა ბანკებმა რუსეთის ცენტრალური ბანკისგან ნახევარი ტრილიონი რუბლი შეიძინეს. მათ თითქმის მოხსნეს წინა წლის რეკორდი, როდესაც 30 დეკემბერს 473.9 მილიარდი რუბლი შეისყიდეს.
ბანკების აქტიურობა მთელი კვირის მანძილზე შენარჩუნდა. გარიგებების საერთო მოცულობამ წინა კვირის მანძილზე 2 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც სრული რეკორდია.
თუკი აქამდე აუქციონზე რუბლზე ასეთი მოთხოვნის მიზეზად ლიკვიდობის ნაკლებობა ითვლებოდა, ახლა - რუბლის დევალვაცია მიიჩნევა.
ანალიტიკოსმა ნიკოლაი პოდგრუზოვმა განაცხადა, რომ `ობლიგაციების ბაზარზე აქტიურობა ნულს უტოლდება. ეს, სავარაუდოდ, სავალუტო ბაზართანაა დაკავშირებული. ყველანაირი რესურსი, რომლის ყიდვაც რუბლით შეიძლება, დოლარში კონვერტირდება~. სხვა ექსპერტების განცხადებით კი მომავალი დევალვაციის მოლოდინში ბაზრის მონაწილეები რუბლს დოლარის შესაძენად იყენებენ, იმ იმედით, რომ შემდგომში დოლარი უფრო ძვირად გაყიდონ, აიცილონ ვალდებულებები და მოგებაში დარჩნენ.
`ბევრი კლიენტი ცდილობს, რომ რუბლი დოლარში გადაიყვანოს. შედეგად, ბანკის პასივები ძვირდება~, _ განაცხადა საბირჟო ოპერაციების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, კირილ ზვერჟანსკიმ. ბანკები რუბლს აქტიურად იცილებენ თავიდან და დოლლარს ყიდულობენ. ასეთი სიტუაცია მომავალ კვირასაც შენარჩუნდება.

შოტლანდიის სამეფო ბანკის განკითხვის დღე
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ შოტლანდიის სამეფო ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს, ფრედ გუდვინს, ბრალი დასდო მეწარმე ლეონარდ ბლავატნიკისთვის 2.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის მოცულობის სესხის დაუსაბუთებლად გაცემაში. აღსანიშნავია, რომ სესხი იმ პერიოდშია გაფორმებული, როდესაც გაკონტრების პირას მყოფმა შოტლანდიის სამეფო ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობისაგან დახმარება მიიღო.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, წინა წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის პროგრამის ფარგლებში შოტლანდიის სამეფო ბანკის აქტივების 58% გამოისყიდა, იმ მიზნით, რომ ეროვნული საბანკო სისტემა გადაერჩინა. ამ შეთანხმების პირობა იყო ის, რომ მის ხელმძღვანელს ფრედ გურვინს შეენარჩუნებინა მისი რეპუტაცია, როგორც `ისტორიის ყველაზე ცუდი ბანკირი~.


შუქი გვირაბის ბოლოს
ბანკ Mორგან შტანელყ-ში ფიქრობენ, რომ კრიზისი მალე დასასრულს მიუახლოვდება
ბანკ Mორგან შტანლეყ-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მალე დასასრულს მიუახლოვდება. ბანკში ვარაუდობენ, რომ ახალი ციკლის ასეთი სწრაფი დასაწყისის ნიშნები გამოწვეულია ჭარბი ლიკვიდურობით, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ეკონომისტების მიერ ანტიკრიზისული მოქმედებების შედეგად. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმის შემდეგ, რაც ის თავის დასასრულს მიუახლოვდება ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებენ და ეკონომიკური აქტივობის რეგულირება ნელა მოხდება.
არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ რეგიონში კრიზისის დასასრული უკვე დამდგარი იყოს. ექსპერტ ედვარდ მენშინის გამოთვლებით, რომელსაც ის აშშს-თან და დიდ ბრიტანეთან მიმართებაში აკეთებს, კრიზისის დასასრული 2009 წლის მეორე კვარტალში დადგება, ხოლო რეგიონის ეკონომიკა კვარტალურ ზრდას 2010 წლის შუა პერიოდში დაუბრუნდება.
ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ `ზომები, ფინანსური ბაზრის სტაბილიზაციისათვის, მონიტარული პოლიტიკის შერბილება და გეგმები ეკონომიკის აღდგენისათვის შესაძლებლობას მისცემს გააუმჯობესონ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა და 2009 წლის მეორე ნახევრიდან სიტუაციის გამოსწორების პირობები შეიქმნან~, - განაცხადა ეკონომიკისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ევროკომისარმა ხოაკინ ალმუნიამ.



ბელორუსიას კრიზისი არ შეეხება, უკრაინა კი დიდ დარტყმას მიიღებს
ექსპერტებმა დსთ-ს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნეს.
დსთ-ს ქვეყნებიდან ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებად ბელორუსიას შეეხება. ამაზე ეკონომიკური და სოციალური საკითხების შეფასებები მიუთითებს. ექსპერტების აზრით, ყველაზე მეტად უკრაინა დაზარალდება. მათ ასეთი ვარაუდის საფუძველს ნავთობზე ფასების შემცირება და ინვესტიციების ნაკლებობა აძლევთ.
მინსკის ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ვლადიმერ ზინოვსკის განცხადებით, ქვეყანაში 2009 წელს ინფლაციამ შესაძლოა 3% შეადგინოს.
უკრაინის მდგომარეობას ცოტა განსხვავებულად აყალიბებენ. მას შემდეგ, რაც კიევი დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო ვიქტორ იუშენკო `ნარინჯისფერი რევოლუციით~ მმართველობის სათავეში მოვიდა, ამ ქვეყნის ეკონომიკა კოლაფსში მოექცა. როგორც ჩანს, წინა წელს მიღებული 16.5 მილიარდი დოლარიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. უკრაინა რუსეთთან გაზზე დავის გამო დარტყმებს გამუდმებით ღებულობს, ასევე, შავ მეტალურგიაზე ფასების მკვეთრი დაცემით, რომელიც ქვეყნის ექსპორტის მთავარ წყაროს წარმოადგენს.



Nეწ Yორკ თიმეს-ი ინვესტიციებს ელოდება
ის აქტივების ნაწილისაგან თავისუფლდება
Nეწ Yორკ თიმეს-ი მოლაპარაკებეს მექსიკელ მილიარდელთან, კარლოს სლიმთან, აქციების ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით აწარმოებს. კომპანიამ ვალი, სოლიდური თანხა _ 1.1 მილიარდი დოლარი უნდა დაფაროს. Nეწ Yორკ თიმეს-ის განცხადებით სლიმი მზადაა გაზეთში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადოს და შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
Fორბეს-ის ცნობით, კარლოს სლიმი 60 მილიარდ დოალრს ფლობს და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს. ის ტელეკომუნიკაციური გიგანტის თელცელ-ისა და ფინანსური კორპორაცია Iნბურსა-ს მფლობელია.
Nეწ Yორკ თიმეს-ს რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევის სხვა საშუალებებიც აქვს. მაგალითად, სხვა ინვესტორების ყურადღების მიპყრობა, ისეთების, როგორიცაა Hარბინგერ ჩაპიტალ Pარტნერს, რომელსაც აქციათა 20% უკვე ეკუთვნის. ასევე 225 მილიონ დოლლარს ის Nეწ Yორკ - ის ოფისის გაყიდვით აიღებს.
საუკეთესო გამოსავლად, ანალიტიკოსი ალექსანდრ კუზნიცოვი აქციების გაყიდვას მიიჩნევს.

თავისუფალი ვაჭრობა ხელს შეუწყობს კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას
მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა ჩინეთი AჩEAN-ის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შეჩერებას არ აპირებს. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის ელჩმა, ციუ ხანცინმა, წინა კვირას განაცხადა შეთანხმება, გეგმის მიხედვით, 2010 წელს შევა ძალაში. პირველ რიგში, გამოიმუშავებენ სვაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობის მექანიზმებს, ეს სწორედ ის სფეროებია, რომლებიც მსოფლიო რეცესიის შედეგად ყველზე მეტად დაზარალდნენ.
თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და AჩEAN-ს შორის 2004 წლის ნოემბერში შეწყდა, ხოლო 2007 წელს ახალ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. რეალიზაციასთან დაკავშირბული საკითხების მომზადებას ორი წელი დასჭირდა. მალე მსოფლიოს ეკონომიკურ რუკაზე უზარმაზარი ბაზარი გაჩნდება 1.9 მილიარდი მომხმარებლით, მათგან 1.4 მილიარდი ჩინეთში ცხოვრობს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის AჩEAN-ი ითვლება სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორად ევროკავშირის, იაპონიისა და აშშ-ის შემდეგ. 2008 წლის 10 თვის შედეგებით ჩინეთისა და AჩEAN-ის საქონელბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს-199.1 მილიარდ დოლარს-მიაღწია, რაც 21.6% -ით მეტია 2007 წლის ანალოგიურ შედეგბთან შედარებით.
ციუ ხანცინის თქმით, თავისუფალი ეკონომიკური ზონის საქონლისა და მომსახურებებთან დაკავშირებული შეთანხმებების რეალიზაცია უკვე დაწყებულია, ხოლო ინვესტიციებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეჩერებულია. 2010 წლისთვის ჩინეთი ბრუნეისთვის, მალაიზიის, ინდონეზიის, სინგაპურის, ტაილანდისა და ფილიპინებისთვის საბაჟო გადასახადის გაუქმებას აპირებს, ხოლო 2015 წლისათვის იგივე რეჟიმის დამყარებას ვიეტნამთან, კამბოჟასთან და ლაოსთან. მხარეების მთავარი ყურადღება სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ინფორმაციულ და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს, ტრანსპორტსა და ტურიზმს ეთმობა.
`თავისუფალმა ეკონომიკურმა ზონამ ამ რეგიონის ქვეყნებს ახალი ძალა უნდა მისცეს. იმ ქვეყნის ეკონომიკებს, რომლებიც მოცულობის შემცირებისაგან აშშ-სა და ევროპის ბაზარზე ექსპორტით სერიოზულად დაზარალდნენ. რა თქმა უნდა, არც ისე დიდ სარგებელს პეკინიც მიიღებს. ჩინეთს რეგიონში უკვე სერიოზული ძალაუფლება აქვს და ის საკვანძო როლს ითამაშებს ბაზრის პოტენციური განვითარების ხარისხში~,-დარწმუნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტი ლინდი იუე.
Oხფორდ Eცონომიცს-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 5.6%-მდე შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ფინანსური რეცესიის ფონზე ეს მაღალი მაჩვენებელია, ჩინეთისთვის მ.შ.პ., რომელიც 2007 წელს 12%-მდე გაიზარდა, ხოლო 2008 წელს 9%-ს შეადგინა, დამამშვიდებელი პროგნოზია. `ჩინეთში მოკლევადიან პერსპექტივაში რისკები არც ისე შესამჩნევია: ქვეყნის შიდა მოხმარებამ შეიძლება დაეხმაროს ქვეყანას გლოალური ეკონომიკური კრიზისისაგან იზოლირებაში. მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული საშიშროება არსებობს.~ განაცხადა Oხფორდ Eცონომიცს-ის წამყვანმა ეკონომისტმა რეინ ნიუტონ-სმიტმა.

იაპონია მომხმარებლებს ეძებს
წარმოების განვითარება რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა
გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში მანქანათწარმოებამ განვითარების ტემპები შეანელა. როგორც იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, ქვეყნის წარმოებისა და განვითარების მოცულობა ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 8.5%-ით დაეცა. ეროვნული სტატისტიკის ისტორიაში, რომელიც 1953 წლიდან ფუნქციონირებს, ეს ყველაზე დიდი დანაკარგია.
ექსპერტების უმრავლესობისათვის ეს მონაცემები მოულოდნელი აღმოჩნდა. მოლოდინს წლიურმა მოცულობის შემცირებამაც გადააჭარბა და 16.2%-ის ნაცვლად 16.6% შეადგინა. მიმდინარე წელს ციფრების დაცემამ ყველა რეკორდი მოხსნა. ამავდროულად ნოემბერში მანქანათმშენებლობაზე შეკვეთების რაოდენობა გაიზარდა, გარდა ელექტოენერგეტიკისა და გემთმშნებლობისა, რომლებზეც მოთხოვნა 16.8%-ით 8.4 მლრდ. დოლარამდე დაეცა.
ანალიტიკოსები უკვე ფიქრობენ იაპონიის ეკონომიკის ზრდის მონაცემების გადახედვას.
მსოფლიო ეკონომიკაზე ზეგავლენის მხრივ მეორე ადგილას მყოფი ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე უფრო და უფრო მწვავედ გრძნობს კრიზისს. იაპონიის წამყვანი კომპანიები მოგების დიდ ნაწილს ექსპორტის ხარჯზე ნახულობდნენ. ამას შედეგად მოყვა ის, რომ ეროვნული წარმოების ფლაგმანებმა თოყოტა, Hონდა და Nისსან- ი იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ წარმოება. ათობით ათასი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იაპონიამ არც ისე დიდი ხნის წინ დააღწია თავი 1990-იანი წლების ეკონომიკურ რეცესიებს. ქვეყნის წამყვანი კომპანიები ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომელიც გლობალურ ბაზრებზე ფასების უცაბედმა ზრდამ განაპირობა. მათ მილიარდობით დოლარი ჩადეს ახალ პროექტებში. ახლა კი ისინი დაჩქარებული ტემპით აჩერებენ პროდუქციის წარმოებას, იმის შიშით, რომ საწყობებში პროდუქციის დაგროვება არ მოხდეს. იაპონელ ექსპერტებს კიდევ ერთი პრობლემა _ კურსის ზრდა - აწუხებთ. წინა კვირაში იაპონური ეროვნული ვალუტის ღირებულებამ დოლართან მიმართებში რეკორდულ მაჩვენებელს - 90.3 იენს მიაღწია.


მსოფლიოს ანტიკრიზისული იმედები
რუსები სკეპტიკურად უყურებენ იმ ფაქტს, რომ მათ მთავრობას შეუძლია ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. მინისტრთა კაბინეტმა ანტიკრიზისული პოტენციალის მხოლოდ 10-დან 4.9 ქულა მიიღეს. ამის შესახებ განცხადება მკვლევართა ორგანიზაციამ ღომირ-მა გააკეთა, რომელმაც 17 ქვეყნის 14.5 ათასი მოქალაქე გამოკითხა. ევროპელთა შეფასებები კიდევ უფრო პესიმისტურია. რუსეთის მთავრობის ანტიკრიზისულ მოხსენებაში, ექსპერტების განცხადებით, შიდა მოთხოვნის მხარდასაჭერად და მოქალაქეთა დასახმარებლად არასაკმარისი ზომებია დასახელებული.
შედარებით დადებითად შეაფასეს თავიანთი მთავრობის შესაძლებლობები ჩინეთში _ 7 ქულა. ბრაზილიელებმა მთავრობას 6.7 დაუწერეს. ინდოელებმა კი მინისტრთა კაბინეტს ნდობა 6.6 - ით გამოუცხადეს.
გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეები თავიანთი მთავრობების შესაძლებლობებს იმაზე ნაკლებ ნდობას უცხადებენ, ვიდრე რუსები. ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული ქვეყნის _ იაპონიის მცხოვრებლებმა მთავრობას ყველაზე დაბალი მაჩვენებლი - 3 ქულა დაუწერეს. დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან დადებითად მხოლოდ აშშ-ს მცხოვრებლებმა შეაფასეს თეთრი სახლის მუშაობა.
რუსეთის მოსახლეობის 38% ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ვარაუდობს. აქედან 28% ფიქრობს, რომ მათი პირადი მდგომარეობაც გაუარესდება. რუსეთის მოსახლეობამ მთავრობა 10-დან მხოლოდ 4.9-ით შეაფასა ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია იქიდან, რომ მოსახლეობა მდგომარეობის გაუარესებას ელოდება – განაცხადა მიკროეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა Eლენა მატროსოვამ.

თოყოტა მსოფლიო ლიდერებში გავიდა
კრიზისმა Gენერალ Mოტორს-ი მეორე ადგილას ჩამოიყვანა
ავტომობილების რეალიზაციის ვარდნამ წერტილი დაუსვა ამერიკული კომპანიის Gენერალ Mოტორს-ის 77 წლიან ლიდერობას. მან პირველი ადგილი, გამოშვებული ავტომობილების მიხედვით, იაპონურ კომპანია თოყოტა მოტორს გადასცა. წლიური ანგარიშები ორივე კომპანიამ გამოაქვეყნა: Gენერალ Mოტორს-მა 8.35 მილიონი, ხოლო თოყოტა-მ კი – 8.92 მილიონი მანქანა გამოუშვა. წინა წელს მათ შორის განსხვავება მხოლოდ 3.1 ათასი ავტომობილი იყო. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ეკონომიკური კრიზისი არ იყო აუცილებელი პირობა იმისა, რომ თოყოტა-ს პირველი ადგილი დაეკავებინა.
რაოდენობის ვარდნა ორივე კომპანიამ განიცადა: `ჯენერალ მოტორსმა~ 11%-ით ნაკლები პროდუქცია გამოუშვა, ხოლო `ტოიოტამ~ 4%-ით.


ელექტოენერგიაზე მოთხოვნის ზრდის გამო გაზი მომხმარებლებს კარგავს
გასული წლის დასასრულსა და ამა წლის დასაწყისში რუსეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით საგრძნობლად დაეცა. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა მოხდეს პროპორციული შემცირება გაზზეც. ექსპერტების პროგნოზით, `გაზპრომის~ მიერ გაზის მოპოვება 2008 წელთან შედარებით 2.8%-ით შემცირდება და 535 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
ელექტოენერგიაზე მოთხოვნის შემცირებამ წინა წლების ამავე თვეებთან შედარებით ნოემბერში 3.8% შეადგინა, დეკემბერში 4.5%, ხოლო იანვრის პირველ ნახევარში 6.1%. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში მოხმარებული გაზის 40% ელექტროენერგიით მიიღება, მიმდინარე შედეგები გაზე მოთხოვნის შემცირებაზე მიუთითებენ.
ნეგატიურად შეიძლება აისახოს გაზის მონოპოლიასა და რუსი მომხმარებლისთვის გაზის ტარიფზე. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დააკმაყოფილა ყოველ კვარტალში ტარიფის გაზრდის პროექტი 16.3%-მდე. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში კვლავ დაფიქსირდება წარმოებული ნედლეულის მკვეთრი ვარდნა, მაშინ შემდგომ კვარტალში გაზზე ფასები შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ნოემბერში შეინიშნა ფასების ვარდნა 8.7%-ით, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.7%-ით.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გერმანულ ტელეარხ AღD-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს უარი თქვას გაზზე ფასის ზრდაზე, რაც რუსული ენერგეტიკული ბალანსის საფუძველს წარმოადგენს. რუსული გაზის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ოლეგ ჟილინი დარწმუნებულია, რომ გაზის ფასი მალე ისევე გაიზრდება, როგორც იყო განსაზღვრული.
`ველეს კაპიტალის~ ანალიტიკოსის დიმიტრი ლიუტაგინის პროგნოზით, `გაზპრომის~ წარმოება 2009 წელს 540 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდება. ამასთან ვერც რუსეთის მომხმარებლებისთვის მოხერხდება გაზზე იმავე ტარიფის შენარჩუნება. ეს, მეტნაკლებად, დაეხმარება რუსულ მონოპოლიას გაზზე საექსპორტო ფასის შემცირების გამო კომპენსირება მოახდინოს და ნაწილობრივ აინაზღაუროს უკრაინასთან `გაზის ომის~ შედეგად მიღებული საექსპორტო დნაკარგები, რაც გარკვეული გათვლებით ორ მილიარდ დოლარს აღემატება.

რუსეთი სხვა ქვეყნებს საქართველოს იარაღით მომარაგებას უკრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კომპანიებსა და მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში ორმაგი დანიშნულების იარაღისა და პროდუქციის მიწოდებას უკრძალავს, მაგალითად `კამაზ~-ის. იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ საქართველოს შეიარაღებას, რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს განახორციელებს. ექსპერტების აზრით, მედვედევის ეს ბრძანება, პირველ რიგში, ევროპული ქვეყნების ინტერესებს ეხება, ყველაზე მეტად ამ ბრძანებისაგან უკრაინის სამხედრო თავდაცვითი კომპანიები ზარალდებიან.
პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით 2011 წლის 1 დეკემბრამდე ზომოთხსენებულ ქვეყნებს საქართველოსთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება ეკრძალებათ. გარდა ამისა, ეკრძალებათ ამ სფეროში სპეციალისტების მომზადება და მათთვის კონსულტაციების მიცემა. ყველაზე საინტრესეო კი ისაა, რომ ეს ბრძანება რუსეთში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ჩინოვნიკებსა და იურიდიულ პირებზეც ვრცელდება. რუსეთმა მსგავსი წინადადება გაეროში გასული წლის სექტემბეში შეიტანა, თუმცა უცხოელმა პარტნიორებმა რუსეთის ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ბრძანებას არაადეკვატური უწოდა. `თვითონ რუსეთი წლების განმავლობაში აწვდიდა იარაღს და აგრძელებს მის მიწოდებას, ყველაზე ოდიოზურ ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან~, - აცხადებს ქართული მხარე.
სტრატეგიისა და ტექნოლოგიის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი რუსლან პუხოვი მიიჩნევს, რომ მედვედევის ეს ბრძანება, პირველ რიგში, პოლონეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, ბოსნიასა და უკრაინას დააზარალებს, რადგანაც ამ ქვეყნების და კერძოდ, უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის შეკვეთებზე. სწორედ უკრაინამ მიჰყიდა საქართველოს ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები `ბეკი~ და `ოსა~, რომლებიც ოსეთის ომის დროს იქნა გამოყენებული. უკრაინა ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეიარაღება საქართველოსთვის საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით იქნა მიყიდული.
ზოგიერთი მონაცემების მიხედვით საქართველოს იარაღით მომმარაგებელ ქვეყანათა რიცხვში აშშ, თურქეთი, ინგლისი, საფრანგეთი, საბერძნეთი და სერბეთიც მოიაზრება. სამხედრო ექსპერტ ვლადიმერ ევსეევის აზრით, ჩამოთვლილი ქვეყნები მალე რუსეთის ამ ბრძანებულებას იგნორირებას გაუკეთებენ. არ არის გამორიცხული, რომ აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ.




ამერიკა არავის უყვარს

პოლონეთისა და ინდოეთის გარდა

ღოუტერ-ის მიერ კომპანია Lპსოს-თვის დაკვეთილი გამოკითხვის თანახმად თეთრი სახლის პოლიტიკას ნეგატიურად 19 ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა აფასებს, დადებითად კი მხოლოდ პოლონეთი და ინდოეთი.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი ქვეყნების მცხოვრებლებმა: არგენტინა, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჩინეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, იტალია, იაპონია, მექსიკა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუსეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვეცია და თურქეთი.
გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, რომელშიც 22 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ამერიკის მიმართ შედარებით მეგობრული განწყობილება თურქეთისა (55%) და რუსეთის (60%) მცხოვრებლებმა გამოხატეს, არგენტინის, ბელგიის, გერმანიისა და ჰოლანდიის მცხოვრებლები კი აღმოჩნდა, რომ ამერიკილებისადმი სიყვარულით არ იწვიან, ხოლო დიდი ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეაში აზრი ორად გაიყო.
ყველაზე მეტ პრეტენზიას გამოკითხვებში ამერიკის საგარეო პოლიტიკა, ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი თანამოქალაქეების უფლებებისადმი და ამერიკის სტრატეგიული ინტერესების მქონე რეგიონების მცხოვრებლების უფლებებისადმი იწვევს. Iპსოს-ის წარმომადგენლის, კლიფორდ იანგის განცხადებით, მსოფლიო და ამერიკა ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან, ბარაკ ობამასაგან სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ელის.