DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > "ბოტასებზე" სავაჭრო ომი დაიწყო
"ბოტასებზე" სავაჭრო ომი დაიწყო13 თებერვალი 2010. : merabi |
|
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთმა ევროკავშირის საწინააღმდეგოდ საჩივარი შეიტანა. პრეტენზიები ევროპის ქვეყნებში ჩინეთის სპორტული ფეხსაცმლის იმპორტზე აკრძალვებს ეხება.
ევროსაბჭო თვლის, რომ ჩინელი მწარმოებლები, რომლებსაც ევროპულ ბაზარზე, ძალიან იაფფასიანი "ბოტასები" გამოაქვთ, ევროპელი მეწაღეების ინტერესებს ძირს უთხრიან. ევროკავშირში ჩინური და ვიეტნამური ფეხსაცმლი 30%-ით ჩამოფასებულია. ამიტომ ბრიუსელმა დეკემბერში ჩინურ და ვიეტნამურ ტყავის ფეხსაცმელზე ანტიდემპინგური განაკვეთები კიდევ 15 თვით გაახანგრძლივა, რითაც პეკინის მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. განაკვეთები პირველად 1996 წელს იქნა დადგენილი. |