DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > აშშ-ში უმუშევრობა მძვინვარებს
აშშ-ში უმუშევრობა მძვინვარებს13 თებერვალი 2010. : merabi |
|
აშშ-ში შრომის ბაზარი გამოჯანმრთელების გზაზეა. ჯერ კიდევ იანვარში, სამსახური 20 ათასმა ამერიკელმა დაკარგა. წინა თვეში ციფრები გადახედილი იქნა: დეკემბერში სამუშაო ადგილების რიცხვი 150 ათასით შემცირდა და არა 85 ათასით, როგორც ეს წინასწარ იყო გამოცხადებული.
სამაგიეროდ, უმუშევართა რიცხვი, რომელიც ქვეყნის შრომისუნარიან მოსახლეობაზე გაითვლება, მოულოდნელად, 27 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელზე დაბლა - 10%-მდე ჩამოვიდა. ეს მაჩვენებელი 5 თვის განმავლობაში კიდევ 9,7%-მდე დაეცა. ექსპერტები ხსნიან, რომ ეს ის უმუშევართა რიცხვია, რომლებიც მათი შრომის ბირჟაზე დაყენების აზრს ვერ ხედავენ. დასაქმების დეპარტამენტმა იანვარში, ასეთი 1 მილიონზე მეტი დაითვალა. საერთო ჯამში, ორ წლიანი ეკონომიკური რეცესიის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური მონაცემებით 8,4 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა. შრომის ბაზრის ზრდა უფრო ნელ ტემპში მიმდინარეობს, ვიდრე ეკონომიკური ზრდა – მინიმუმ, 6 თვის განსხვავებით. ვარდნა მსოფლიოს უმსხვილესმა ეკონომიკამ, 2009 წლის მხოლოდ მეორე ნახევარში გადალახა. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წლევანდელ პრიორიტეტად დასაქმებულთა გაზრდა დაასახელა. სახელმწიფო სამუშაო ადგილებს თვითონ ქმნის და კერძო სექტორს ხალხის დასაქმებაზე საგადასახადო ფასდაკლებებს ჰპირდება. |