DataLife Engine > მსოფლიო ეკონომიკა > ბარაკ ობამა შიდა ინვესტიციას ახორციელებს
ბარაკ ობამა შიდა ინვესტიციას ახორციელებს13 თებერვალი 2010. : merabi |
|
აშშ მცირე ბიზნესის სტიმულირებისთვის 30 მილიარდ დოლარს გამოყოფს
ახალი ინიციატივის ფარგლებში, ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, ამერიკის პრეზიდენტი მცირე და საშუალო ბანკებს მასშტაბურ დაფინანსებას დაპირდა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა ნიუ-კემბრიჯის შტატ ქალაქ ნეშუაში გააკეთა. ობამას აზრით, ეს ნაბიჯი მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროცესს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების შექნას შეუწყობს ხელს. ეს კი დღეს ამერიკის მთავრობისთვის ნომერ პირველ ამოცანად ითვლება. ქვეყნის მეთაურმა 30 მლრდ.დოლარი შესთავაზა მცირე რეგიონალურ ბანკებს, რომლის კლიენტები ძირითადად პატარა ფირმები არინ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში იმ ბანკებს, რომელთა აქტივებიც 1-10 მლრდ. დოლარს შეადგენს, შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სახლმწიფო სესხი 3%-იანი განაკვეთით გამოიტანონ. ხოლო ისინი, რომელთა საწესდებო კაპიტალი 1 მლრდ. დოლარი ან უფრო ნაკლებია დამატებით 5% -ის მოცულობის დაფინანსებას მიიღებენ. ბიზნესმენებისადმი თავის მიმართვაში ობამამ განაცხადა, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში პატარა ბანკები ადვილად შეძლებენ მცირე ბიზნესის დახმარებას და ხელს შეუწყობენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. "2010 წელს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არის", -თქვა ობამამ. მიუხედავად იმისა, რომ რეცესია ამერიკაში ოფიციალურად გასული წლის ბოლოს დასრულდა, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი ისევ 10%-ია. მცირე ბიზნესის დაკრედიტებისთვის სპეციალური ფონდის შექმნის იდეა ობამამ კონგრესზე თავის მიმართვაში 27 იანვარს გააჟღერა. აღნიშნული წამოწყება უკვე მოიწონა ფინანსურმა სექტორმა და რეალურად იგი უკვე 8 000 ბანკს შეეხო. IHS Global Insight-ის ეკონომიკური ექსპერტი აცხადებს, რომ "ასეთი ტიპის მხარდაჭერა აუცილებელია მცირე ბიზნესისთვის. მაგრამ ძირითადი პრობლემა ის არის, რომ არ არისAმოთხოვნა, რაც სამომხმარებლო ხარჯებზე აისახება. ამიტომ სერიოზულ ცვლილებებს არ უდნა ველოდოთ მანამ, სანამ ეკონომიკა საბოლოოდ არ გაჯანსაღდება რეცესიული პროცესებისგან". |